ა) სასამართლოებსა და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირებად ყველა სხვა ორგანოში თანასწორი მოპყრობის უფლება;
ბ) პირის უსაფრთხოებისა და ძალადობის ან ფიზიკური ზიანის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაცვის უფლება, იმისდა მიუხედავად, იგი მომდინარეობს თუ არა თანამდებობის პირებისგან თუ ნებისმიერი ცალკეული ჯგუფის ან დაწესებულებისგან;
გ) პოლიტიკური უფლებები, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება – საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ხმის მიცემა და არჩევა, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების, ისევე როგორც ნებისმიერ დონეზე საჯარო საქმეების მართვის უფლება და საჯარო მომსახურებაზე თანასწორი წვდომის ქონა;
დ) სხვა სამოქალაქო უფლებები, კერძოდ:
i) სახელმწიფოს საზღვრებში თავისუფალი მიმოსვლისა და ცხოვრების უფლება;
ii) ნებისმიერი ქვეყნიდან გასვლის უფლება, მათ შორის საკუთარი ქვეყნიდან, და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების უფლება;
iii) მოქალაქეობის უფლება;
iv) ქორწინებისა და მეუღლის არჩევის უფლება;
v) ინდივიდუალური და კოლექტიური საკუთრების უფლება;
vi) მემკვიდრეობის უფლება;
vii) ფიქრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
viii) აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;
ix) მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;
ე) ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, კერძოდ:
i) შრომის, საქმიანობის თავისუფლად არჩევის, სამართლიან და ხელსაყრელ პირობებში შრომის, უმუშევრობისგან დაცვის, თანაბრად გაწეული შრომისთვის თანაბარი ხელფასისა და სამართლიანი და ხელსაყრელი ანაზღაურების უფლებები;
ii) პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაწევრიანების უფლება;
iii) საცხოვრებლის უფლება;
iv) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარების, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური მომსახურების უფლება;
v) განათლების და სწავლების უფლება;
vi) კულტურულ ღონისძიებებში თანასწორი მონაწილეობის უფლება;
ვ) საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ნებისმიერ დაწესებულებაზე თუ მომსახურებაზე წვდომის უფლება, როგორიც არის ტრანსპორტი, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, თეატრები და პარკებ