1. როდესაც კომისია სრულად განიხილავს საკითხს, იგი ამზადებს და კომიტეტის თავმჯდომარეს წარუდგენს მხარეებს შორის არსებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი შეკითხვების თაობაზე მიღებული დასკვნებისგან შემდგარ ანგარიშს, რომელიც შეიცავს იმგვარ რეკომენდაციებს, როგორებიც მას შეუძლია ჩათვალოს დავის მეგობრულად გადაწყვეტისთვის სათანადოდ.

2. კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის ანგარიშს გადაუგზავნის დავის თითოეულ სახელმწიფო მხარეს. აღნიშნული სახელმწიფოები, სამი თვის ვადაში, კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობებენ იღებენ თუ არა ისინი კომისიის ანგარიშში შეტანილ რეკომენდაციებს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრული ვადის შემდგომ, კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის ანგარიშსა და დაინტერესებული სახელმწიფო მხარეების დეკლარაციებს გადაუგზავნის კონვენციის სხვა სახელმწიფო მხარეებს.