2. ა) წინამდებარე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომიტეტი გაეროს იმ ორგანოებისგან იღებს მიმართვების ასლებს, რომლებიც სამეურვეო და არათვითმმართველ ტერიტორიებზე და ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუცია, მაცხოვრებელთა მიმართვების განხილვისას უშუალოდ ეხებიან წინამდებარე კონვენციის პრინციპებსა და მიზნებს და ამავე ორგანოებს წარუდგენს აღნიშნულ მიმართვებთან დაკავშირებით მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციას და რომელიც განიხილება აღნიშნული ორგანოების მიერ.

ბ) კომიტეტი გაეროს კომპეტენტური ორგანოებისგან იღებს წინამდებარე პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოხსენიებული ტერიტორიების მმართველი ხელისუფლების მიერ წინამდებარე კონვენციის პრინციპებთან და მიზნებთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული ან სხვა სახის ზომების თაობაზე ანგარიშების ასლებს, და გასცემს საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს აღნიშნული ორგანოებისთვის.

3. კომიტეტს, გენერალური ასამბლეისთვის წარსადგენ საკუთარ წლიურ ანგარიშში, შეაქვს მიმართვებისა და იმ ანგარიშების შეჯამება, რომელიც მან მიიღო გაეროს ორგანოებისგან, და აღნიშნულ მიმართვებთან და ანგარიშებთან დაკავშირებით კომიტეტის მოსაზრებები და რეკომენდაციები.

4. კომიტეტი გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვს კონვენციის მიზნებთან დაკავშირებულ და მისთვის ხელმისაწვდომ ყველა ინფორმაციას წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტში ნახსენებ ტერიტორიებთან მიმართები