1. გაეროს გენერალური მდივანი იღებს და ყველა იმ სახელმწიფოს გადასცემს რატიფიკაციისას ან შეერთებისას სახელმწიფოების მიერ გაკეთებულ დათქმებს, რომლებიც შეიძლება გახდნენ წინამდებარე კონვენციის მხარეები. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება დათქმას, შესაბამისი შეტყობინებიდან ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში, გენერალურ მდივანს აცნობებს საკუთარი უარყოფითი პოზიციის შესახებ.
2. არ დაიშვება დათქმა, რომელიც წინამდებარე კონვენციის მიზნისა და დანიშნულებისთვის შეუსაბამოა, აგრეთვე დაუშვებელია ისეთი დათქმა, რომელიც შეაფერხებს წინამდებარე კონვენციით შექმნილი ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებას. დათქმა ითვლება შეუსაბამოდ ან შემაფერხებლად თუ წინამდებარე კონვენციის სახელმწიფო მხარეთა ორი მესამედი ეწინააღმდეგება მას.
3. დათქმები შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ნებისმიერი დროს, ამ მიზნით, გენერალური მდივნისთვის გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით. ამგვარი შეტყობინება ამოქმედდება მისი მიღების თარიღიდან.