2. ნებისმიერ სახელმწიფო მხარეს, რომელიც წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარადგენს დეკლარაციას, შეუძლია, თავის შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სისტემაში შექმნას ან განაწესოს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია მის იურისდიქციაში შემავალი იმ პირების ან პირთა ჯგუფების მიმართვების მიღებასა და განხილვაზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან წინამდებარე კონვენციით გაწერილი ნებისმიერი უფლების დარღვევის მსხვერპლნი და თუ მათ ამოწურეს სხვა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებები.
3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დეკლარაცია და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ან განწესებული ორგანოს დასახელება დაინტერესებული სახელმწიფო მხარის მიერ გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც აღნიშნულის ასლებს გადაუგზავნის სხვა სახელმწიფო მხარეებს. დეკლარაციის უკან გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, გენერალურ მდივანთან გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით, თუმცა ამგვარი გამოთხოვა არ ვრცელდება იმ განაცხადებზე, რომელთაც კომიტეტი იმ მომენტისთვის განიხილავს.
4. მიმართვების რეგისტრატურას მართავს წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ან განწესებული ორგანო, და რეგისტრატურის დამოწმებული ასლები, სათანადო არხების მეშვეობით, წლიურად გადაეცემა გენერალურ მდივანს იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მათი გასაჯაროება.
5. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ან განწესებული ორგანოსგან დამაკმაყოფილებელი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში, მიმართვის წარმდგენს აქვს უფლება, ექვსი თვის ვადაში, საკითხი გადასცეს კომიტეტს.
6. ა) კომიტეტი, მისთვის გადაცემულ ნებისმიერ განაცხადს, კონფიდენციალურობის დაცვით, წარუდგენს იმ სახელმწიფო მხარეს, რომელიც ითვლება კონვენციის ნებისმიერი დებულების დამრღვევად, თუმცა დაინტერესებული პირის ან პირთა ჯგუფის იდენტობის გამხელა არ ხდება მისი ან მათი მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე. კომიტეტი არ იღებს ანონიმურ განაცხადებს;
ბ) სამი თვის ვადაში, მიმღები სახელმწიფო კომიტეტს წარუდგენს წერილობით ახსნა-განმარტებებს ან განცხადებებს რომლებიც აზუსტებენ საკითხს და მათი არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რომლებიც შეიძლება უზრუნველყოს აღნიშნულმა სახელმწიფომ.
7. ა) კომიტეტი განაცხადებს განიხილავს, დაინტერესებული სახელმწიფო მხარისა და განმცხადებლის მიერ მისთვის წარდგენილი ყველა ინფორმაციის მხედველობაში მიღებით. კომიტეტი არ განიხილავს განმცხადებლის არც ერთ განაცხადს თუ იგი არ დაადგენს, რომ განმცხადებელმა ამოწურა ყველა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევისას, როდესაც აღნიშნული დაცვის საშუალებები არაგონივრულად ხანგრძლივდება;
ბ) კომიტეტი თავის მითითებებსა და რეკომენდაციებს, ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში, გადასცემს დაინტერესებულ სახელმწიფო მხარესა და განმცხადებელს.
8. კომიტეტს, საკუთარ წლიურ ანგარიშში, შეაქვს ამგვარი განაცხადების განხილვის შეჯამება, და სათანადო შემთხვევაში, დაინტერესებულ სახელმწიფო მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და განაცხადების და საკუთარი მითითებებისა და რეკომენდაციების შეჯამება.
9. კომიტეტი უფლებამოსილია წინამდებარე მუხლში გაწერილი ფუნქციები განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინამდებარე კონვენციის სულ მცირე ათი სახელმწიფო მხარე ამ მუხლის პირველი მუხლის შესაბამისად წარადგენს აღიარების დეკლარაცია