ბ) თუ დავის სახელმწიფო მხარეები სამი თვის ვადაში ვერ აღწევენ შეთანხმებას კომისიის სრულად ან ნაწილობრივ დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, დავაში მონაწილე სახელმწიფო მხარეთა მიერ შეუთანხმებელი კომისიის წევრები ფარული კენჭისყრის გზით, კომიტეტის წევრებიდან აირჩევიან ორი მესამედის უმრავლესობით.

2. კომისიის წევრები მოქმედებენ პერსონალური უფლებაუნარიანობით. ისინი არ არიან დავაში მონაწილე სახელმწიფო მხარეების ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც არ არიან ამ კონვენციის მხარეები.

3. კომისია ირჩევს საკუთარ თავმჯდომარეს და იღებს საკუთარ საპროცედურო წესებს.

4. კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმართება გაეროს შტაბ-ბინაში ან კომისიის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა მოსახერხებელ ადგილას.

5. წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამდივნო, აგრეთვე ემსახურება კომისიას, როდესაც სახელმწიფო მხარეებს შორის დავა წარმოშობს ამგვარ კომისიას.

6. დავაში მონაწილე სახელმწიფო მხარეები კომისიის წევრთა ხარჯებს თანაბრად ინაწილებენ გაეროს გენერალური მდივნის მიერ განსაზღვრული სახარჯთაღრიცხვო ოდენობების შესაბამისად.

7. გენერალური მდივანი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დაფაროს კომისიის წევრთა ხარჯები, იქამდე ვიდრე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დავაში მონაწილე მხარები განახორციელებენ ანაზღაურებას.

8. კომიტეტის მიერ მოპოვებული და განხილული ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიისათვის, და კომისიას შეუძლია დაინტერესებულ სახელმწიფოებს მოუწოდოს სხვა შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებისაკე