ა) ყოველი სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში;
ბ) აღნიშნულის შემდგომ, ყოველ ორ წელიწადში და აგრეთვე მაშინ, როდესაც კომიტეტი მოითხოვს ამგვარ ანგარიშს. კომიტეტს შეუძლია სახელმწიფო მხარეებისგან მოითხოვოს სხვა ინფორმაცია.
2. კომიტეტი, გენერალური მდივნის მეშვეობით, გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგენს საკუთარი საქმიანობების შესახებ ანგარიშს და სახელმწიფო მხარეებისგან მიღებული ანგარიშებისა და ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, შეუძლია გასცეს მოსაზრებები და ზოგადი რეკომენდაციები. ამგვარი მოსაზრებები და რეკომენდაციები, სახელმწიფო მხარეების მიერ გაკეთებული შენიშვნებითურთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გადაეცემა გენერალურ ასამბლეა