ა) კანონით დასჯად დანაშაულად აცხადებენ რასობრივ უპირატესობაზე ან სიძულვილზე დაფუძნებული იდეების ყოველგვარ გავრცელებას, რასობრივი დისკრიმინაციის წახალისებას, ისევე როგორც ნებისმიერი რასის ან განსხვავებული კანის ფერის მქონე ან ეთნიკური წარმოშობის პირთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ყველა მოქმედებას ან ამგვარი მოქმედებების წახალისებას, და აგრეთვე რასისტული მოქმედებებისთვის ნებისმიერი სახის დახმარების გაწევას, მათ შორის ფინანსური ხასიათის დახმარებას;

ბ) უკანონოდ აცხადებენ და კრძალავენ ორგანიზაციებს, და აგრეთვე ორგანიზებულ და ყველა სხვა სახის საპროპაგანდო ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობენ და ახალისებენ რასობრივ დისკრიმინაციას, და კანონით დასჯად დანაშაულად აცხადებენ ამგვარ ორგანიზაციებში ან ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;

გ) არ რთავენ ნებას საჯარო ორგანოებს ან საჯარო დაწესებულებებს, სახელმწიფოს თუ ადგილობრივს, ხელი შეუწყონ ან წაახალისონ რასობრივი დისკრიმინაცი