თავი II — მოქალაქეთა უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
1. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, შეზღუდული შესაძლებლობის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი დამოკიდებულების გამო.
2. დაუშვებელია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაც იენტის დისკრიმინაცია სამედიცინო დახმარების გაწევისას.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6847 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-900აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2021
მ-ე 2004 წლის 23 აპრილს ასრულებდა ხსენებული დაწესებულების მორიგის მოვალეობას, რა დროსაც დაარღვია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის…
…პატიმრის ყოველი გაყვანისას და შემოყვანისას მისი სამედიცინო შემოწმების კანონით განსაზღვრული სავალდებულო წესი არ არსებობდა. სასამართლოს შეფასებით, როდესაც პ.---------ეს და მ.------–--ეს ბრალად წარდგენილი აქვთ, რომ მათ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი არ შეასრულეს დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა იქ მყოფი პაციენტის დისკრიმინაციას სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 11— მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
მუხლი 6— ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 3— საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი 6. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29980/muxli-6/