„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6847-რს
სარეგისტრაციო კოდი
470000000.05.001.020000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, შეზღუდული შესაძლებლობის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი დამოკიდებულების გამო.“.

2. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სამედიცინო სერვისით სარგებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვისათვის ხელის შეწყობა;“.

3. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უზრუნველყოფენ აღნიშნულ დაწესებულებებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.“.

4. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135

სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას ობოლი და მშობლების ზრუნვას მოკლებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6847-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2020.
როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6847-რს. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.020000.
რამდენი მუხლისგან შედგება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6847-რს, 14.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.020000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4911738/