„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:
„დ2) პარამედიკოსი − შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და პასუხს აგებს მის შედეგებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;‘‘;
ბ) „ც1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, პარამედიკოსი, ფარმაცევტი, სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები;“.
2. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) პარამედიკოსის კომპეტენციას.“.
3. 98-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) იმუშაოს პარამედიკოსად შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1041 მუხლი:
„მუხლი 1041
პარამედიკოსის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საექიმო საქმიანობაზე განსაზღვრული სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თავისებურებათა გათვალისწინებით, მინისტრის სათანადო ბრძანებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1543 მუხლი:
„მუხლი 1543
2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს პარამედიკოსის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 2 მაისი 2023 წ. N2793-XIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 3. გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- მუხლი 32. 1. სამინისტრო განსაზღვრავს:
- მუხლი 98. 1. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება ხდება ერთსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე, სპეციალური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად
- მუხლი 1041. პარამედიკოსის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საექიმო საქმიანობაზე განსაზღვრული სახელმწიფო ზედამხედველობის მექანი
- მუხლი 1543. 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს პარამედიკოსის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობ
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2023.
- როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2793-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.020854.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2793-XIმს-Xმპ, 02.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.020854 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5765106/