„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№974
სარეგისტრაციო კოდი
470.000.000.05.001.000.949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 03/07/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი თავის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) ეპიდემიოლოგიური კონტროლი – გადამდები დაავადებების ეპიდემიური პროცესის მართვის პროფილაქტიკურ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემა.“.

2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ქვეყნის ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელება.“.

3. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.“.

4. 55-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) არ ასრულებს ეპიდემიოლოგიური კონტროლის აუცილებელ ღონისძიებებს.“.

5. კანონის X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი“.

6. 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვები „წესებსა და ნორმებს“ შეიცვალოს სიტყვებით „წესებს, ნორმებსა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებებს“, ხოლო მე-4 პუნქტში სიტყვები „ნორმები და წესები“ – სიტყვებით „ნორმები, წესები და ეპიდემიოლოგიური კონტროლის მოთხოვნები“.

7. 75-ე მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ხელმძღვანელობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებათა კომპლექსს:“.

8. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 93

საგანგებო მდგომარეობის, ეპიდემიური აფეთქების ეპიდემიის შედეგად დაზიანებულთა და დაავადებულთა სამედიცინო დახმარების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 20 ივნისი.

№974–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.06.2001.
როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №974. სარეგისტრაციო კოდი — 470.000.000.05.001.000.949.
სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №974, 20.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.000.949 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1810/