„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№889
სარეგისტრაციო კოდი
470.000.000.05.001.000.920
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 11/06/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:

„ც1) სამედიცინო პერსონალი – სამედიცინო და არასამედიცინო განათლების მქონე პირები, რომლებიც ეწევიან პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას;“.

2. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება და სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირება;“.

3. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28

1. დამოუკიდებელი პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სათანადო სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე სპეციალისტს.

2. სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენზის მქონე სპეციალისტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს შეიცვალოს ან მიიღოს სხვა სამედიცინო სპეციალობაც (სპეციალობებიც).“.

4. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

5. 154-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2001 წლის 1 ივნისიდან ეკრძალება დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს, რომელმაც 2001 წლის 1 ივნისამდე მიმართა სასერტიფიკაციო საბჭოს, მაგრამ არ ჩაუტარდა სასერტიფიკაციო გამოცდა, 2001 წლის 1 სექტემბრამდე ეძლევა დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2002 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 25 მაისი.

№889–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2001.
როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №889. სარეგისტრაციო კოდი — 470.000.000.05.001.000.920.
სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №889, 25.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.000.920 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15304/