„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3032
სარეგისტრაციო კოდი
050.000.000.05.001.004.046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 24/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა    და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 91მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ნაწარმოების დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დამსაქმებელს უფლება აქვს, სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი (დასახელება) ან მოითხოვოს ასეთი მითითება.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს (ჰონორარის) ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით.“.

3. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

4. 47-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შესრულებაზე, რომელიც შემსრულებლის მიერ შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან დამსაქმებლის დავალების შესრულების წესით, შემსრულებელს ეკუთვნის სახელის უფლება. ასეთი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის პირს, რომელთანაც შემსრულებელს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ  არის გათვალისწინებული.“.

5. 541 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3032–Iს