„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2980
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.004.008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 10/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო რეესტრის შესახებ“საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. უძრავ ნივთზე შეზღუდული უფლება რეგისტრირდება შესაბამის შეზღუდვასთან/ვალდებულებასთან ერთად.“.

3. 31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია, რომელიც ასევე მოიცავს იმ საწარმოდ რეგისტრაციას, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავებასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოებასთან, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი.“.

4. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“–„ნ“ ქვეპუნქტები:

„კ) სახელმწიფო, იმ მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის, აგრეთვე ამონაწერის ან ინფორმაციის მომზადების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც იგი წარმოდგენილია პარტნიორის/დამფუძნებლის სახით;

ლ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია, თუ ის რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

მ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი სასამართლოს აქტის საფუძველზე;

ნ) ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, თუ ის მოთხოვნილია იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად.“.

5. 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას.“.

    მუხლი 2

დაინტერესებული პირები ვალდებული არიან მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ იმ უფლებებთან დაკავშირებით, რომლებზედაც მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მესაკუთრის/მოვალის ან კრედიტორის/მოსარგებლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია (ინფორმაცია), 2010 წლის 1 ივნისამდე წარადგინონ საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია (ინფორმაცია). მოცემული ვადის გაშვება არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ამ მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№2980–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2980. სარეგისტრაციო კოდი — 040.150.000.05.001.004.008.
სად არის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №2980, 27.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.004.008 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92230/