„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების ა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონ ში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეები ს განხორციელება.“.
2. მე-8 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.“.
4. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„გ2“ქვეპუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის ვადაში – 300 ლარი;
გ1) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის ვადაში – 50 ლარი;
გ2) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის ვადაში – 300 ლარი;“.
5. 33-ე მუხლის:
ა)„პ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“და „რ“ქვეპუნქტები:
„ჟ) ნივთსა და არამატერიალუ რ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია − 3 სამუშაო დღის ვადაში;
რ) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“−„ი“და „ლ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადებასთან ერთად საბანკო დაწესებულებაში უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
2. მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების (მესაკუთრის შეცვლის), ასევე მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებებისა და სხვა პირობების რეგისტრაციისა და ამ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევებზე.
მუხლი 3.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4208–Iს