„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4633-Iს
სარეგისტრაციო კოდი
470000000.05.001.018024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 17

 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

  2. 73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. გადამდები (მათ შორის, ზოოანთროპონოზური, ზოონოზური ბუნების), ენდემური დაავადებების, ეპიდემიების და განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

  3. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 80

 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებას. ამ საქმიანობას სახელმწიფო კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის მიზანია ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილება, ტუბერკულოზით დაავადებული ცალკეული პაციენტების განკურნება და მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია.

 2. საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზების ძირითადი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ფინანსური პრინციპები განისაზღვრება, ტუბერკულოზის კონტროლთან და ტუბერკულოზით დაავადებული პირის უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4633-Iს