11. წინა წელთან შედარებით შიდა სტანდარტებით შესრულებული სამედიცინო მომსახურებით და სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის 100% რჩება სამედიცინო დაწესებულების განკარგულებაში, რომლის განაწილებას ეკონომიკური კლასიფიკატორის მიხედვით, როგორც წესი, ახდენს დაწესებულების ხელმძღვანელი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამასთან, შრომის ანაზღაურების ფონდი უნდა შეადგენდეს შემოსავლის არანაკლებ 30%-ს.

2. სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციაა:

ა) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა;

ბ) დაავადებათა პროფილაქტიკა ან/და მკურნალობა ან/და პაციენტების რეაბილიტაცია ან/და პალიატიური მზრუნველობა;

გ) სამეანო საქმიანობა;

დ) ფარმაცევტული საქმიანობა;

ე) (ამოღებულია);

ვ) გვამის პათოლოგიურ-ანატომიური გამოკვლევა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა;

ზ) ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.

21. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია პაციენტს გაუწიოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები.

4. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უზრუნველყოფენ აღნიშნულ დაწესებულებებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2527 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.162

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3836 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.317

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4719 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.149

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509

საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1116 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6847 – ვებგვერდი, 28.07.2020