განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2019
საქმის ნომერი
330100105029245
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

(---------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა

სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებელ - ელ---------------–-–---–ის,განსასჯელების – ზ-----------------, ა--------------------ს, პ------------------, მ------------------,ადვოკატების _ გო--------–--ის, ნი----------–-–---–ის, პა-----------–--ის მონაწილეობით

განიხილა სისხლის სამართლის საქმე, განსასჯელების:

ზ---------------------------------- (დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–--–--------–-----–------------------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

ა------------------------------- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–--–----------------------------------------–-----------–-----------------------------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

პ------------------------------- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–--–---–-------–-------------------------------------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

მ--------------------------- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ--–-----–--------–-----–-------------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საბრალდებო დასკვნის მიხედვით ზ---------------ს, ა--------------------ს, პ-----------------ს და მ-----------------ს ბრალი ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს სამსახურეობრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ზ----------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2----–-–---------–---, ს----------–-----------–--------------- N--- ბრძანებით, ზ---------------ი დაინიშნა ი------–--------------------------–---------–---------------------- N-------------–-- ს------–-------–--–-- ე--------------- თანამდებობაზე, მ-----–-------–--------–---–---- „-----------------------–-------------------–-----------------------–---------------------------------–-----------------–----------------------------–-- საფუძველზე, 2----–-–---------–------- ბრძანებით, 1--------–----- გადაყვანილი იქნა ამავე ს----------–-- ს------–-------–--–-- ე--------------- მ-----–-------–--------–---–-- თანამდებობაზე. ე.ი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე (საფუძველი ბრძანების 2----–-–------------–---------------- და პირადი განცხადება).

ზ---------------მა 2----–-–------------–-, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, დაარღვია ი------–--------------- 2----–-–--------- ბრძანებით დამტკიცებული ს----------–-- ს------–------------–---------------–----------–----–--–------------------- მოთხოვნები, არ ჩაატარა საპყრობილეში შეყვანილი პატიმრის, ს.----–-–---–ის სხეულის სრული გარეგანი დათვალიერება, სათანადოდ არ შეამოწმა მისი ფიზიკური მდგომარეობა, რის შედეგადაც არ დააფიქსირა ს.----–-–---–ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე ორივე ბეჭის არეში მოვარდისფრო, უსწორმასწორო (შეჭმუხვნილი) ზედაპირის, თითქმის კანის დონეზე განლაგებული, რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული ხუთი დაზიანება, ისინი არ შეიტანა სხეულის გარეგანი დათვალიერების ცნობაში, რამაც ს.----–-–---–ისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მ------------------ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2----–-–---------–---- ს----------–-----------–--------------- N-- ბრძანებით, მ----------------- დაინიშნა ი------–--------------------------–---------–---------------------- ტ----------–----------------------------------------------------------–--- მოთავსების ა-----–-----------–-----------–-----------------------–- ს------–-------–--–-- ექიმის თანამდებობაზე, „-----------------------–-------------------–--------------------------------–--------------------–-----------------–----------------------------–-------------–---- 2----–-–------------–------ ბრძანებით გადაყვანილი იქნა ამავე დეპარტამენტის პ-------------------------------–---------------–-- დაწესებულების ქ------------–------------–--------–------ ექიმის თანამდებობაზე, ე.ი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე.

მ----------------- 2----–-–------------–- ასრულებდა ხსენებული დაწესებულების მორიგის მოვალეობას, რა დროსაც დაარღვია „-----------–---------–----–-------------------–------------------–--------------------------–-------------------------------–----------–--–--------------–----------–----–--–-------------------------------–----------------------------–-------------------–-----------------------–--- ს----------–-----------–--------------- 2----–-–------------------------------–-----–- „მ--------------–-------------------- ს----------–-- დ-–-------–-------------------------–----- მ---------–----------–----–--–------------------------------------------------, არ ჩაატარა ს----------–------–-------–---–- შეყვანილი ავადმყოფის - პატიმარ ს--------------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი, ხარისხიანი გამოკვლევა, რის შედეგადაც ყურადღების მიღმა დარჩა და სათანადო დოკუმენტაციაში - ავადმყოფის ისტორიაში არ დააფიქსირა ს.----–-–---–ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ორივე ბეჭის არეში, რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული ხუთი დაზიანება და შესაბამისად, დადგენილი წესით არ გადასცა ინფორმაცია სათანადო დაწესებულებებს, რამაც ს.----–-–---–ის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

პ------------------ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2----–-–------------- საქართველოს ი------–--------------------------–---------–---------------------- თავმჯდომარის N-----– ბრძანებით, პ----------------- დაინიშნა ი------–--------------------------–---------–---------------------- მ--------------–--------------------------------–------–-------–----------------–------------–---------------- მ-----–-------–--------–---–---- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, ე.ი. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე.

პ----------------- 2----–-–-- 2--------–- ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც დაარღვია „-----------–---------–----–-------------------–------------------–-------------------------–-------------------------------–----------–--–--------------–----------–----–--–-------------------------------–----------------------------–-------------------–-----------------------–--- ს----------–-----------–--------------- 2----–-–------------------------------–-----–- „მ--------------–-------------------- ს----------–-- დ-–-------–-------------------------–----- მ---------–----------–----–--–------------------------------------------------, არ ჩაატარა ს----------–------–-------–---–- მოთავსებული ავადმყოფის - პატიმარ ს--------------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი, ხარისხიანი გამოკვლევა, რის შედეგადაც ყურადღების მიღმა დარჩა და სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციაში - ავადმყოფის ისტორიაში დროულად არ დააფიქსირა ს.----–-–---–ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ორივე ბეჭის არეში რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული ხუთი დაზიანება და შესაბამისად, დადგენილი წესით არ გადასცა ინფორმაცია სათანადო დაწესებულებებს, რამაც ს.----–-–---–ის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ა--------------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2----–-–-- 1---------, ს----------–-----------–--------------- N-- ბრძანებით, ა-------------------- დაინიშნა ი------–--------------------------–---------–---------------------- N- ს----------–-- ს------–-------–--–-- ექიმის თანამდებობაზე მ-----–-------–--------–---–---- „-----------------------–-------------------–-----------------------–---------------------------------–-----------------–----------------------------–-- საფუძველზე, იმ----–-–----------------------------------------------- გადაყვანილი იქნა ამავე ს----------–-- ს------–-------–--–-- ექიმის მ-----–-------–--------–---–-- თანამდებობაზე. ე.ი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე.

2----–-–-- 0-----–--- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სრულყოფილად არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, არ ჩაატარა საპყრობილეში შეყვანილი პატიმრის, ს--------------------ს სხეულის სრული გარეგანი დათვალიერება, სათანადოდ არ შეამოწმა მისი ფიზიკური მდგომარეობა, რის შედეგადაც არ დააფიქსირა ს.----–-–---–ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე ორივე ბეჭის არეში მოვარდისფრო უსწორმასწორო (შეჭმუხვნილი) ზედაპირის, თითქმის კანის დონეზე განლაგებული, რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული ხუთი დაზიანება. ისინი არ შეიტანა სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმში, რითაც დაარღვია ს----------–-----------–--------------- მიერ 2----–-–---------–--- დამტკიცებული ს----------–-- სა-----–------------------------------------–---------------–----------–----–--–------------------.

წინასწარი გამოძიების მიერ ზ-----------------, ა--------------------ს, პ------------------ და მ------------------ მიერ ჩადენილი დანაშაული დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

განსასჯელმა ზ---------------მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა შემდეგი: 2----–--–- მუშაობდა N-------------–-- ს------–-------–--––- ქირურგად და მომსახურებას უწევდა პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებოდათ ქირურგიული დახმარება. გარდა აღნიშნულისა, უწევდა მორიგეობა, რა დროსაც ახდენდა საპყრობილეში შესული პატიმრების გარეგან დათვალიერებას. პატიმრის დათვალიერების დროს, მათ პირველ რიგში ეკითხებოდა ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის დაზიანება, შემდეგ უნმარტავდა, რომ უნდა დაეთვალიერებინა და თუ პატიმარი დათვალიერებაზე უარს განაცხადებდა, ადგენდა შესაბამის აქტს. დადგენილი წესიდან გამომდინარე, უარის შემთხვევაში პატიმარს იძულებით არ ათვალიერებდა. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მისი მოვალეობა იყო დაეფიქსირებინა მათი ლოკალიზაცია, ზომა, რაოდენობა და ა.შ., რაც იდებოდა პირად საქმეში. დაზიანებების წარმომავლობა მისი დასადგენი არ იყო. 2----–-–---------––-- ე.წ. კაპეზედან N- საპყრობილეში შეიყვანეს ს-------------------- და შეატყობინეს, რომ მას უნდა ჩაეტარებინა დაეთვალიერება. ჩავიდა შესამოწმებელ ოთახში, სადაც იჯდა ს--------------------, რომელსაც ახლდა სამმართველოს თანამშრომლები. მათ პატიმარი გადააბარეს ს----------–-- მორიგე თანამშრომლებს, ჭ----------- და თ------------ და დაიწყო დათვალიერება, რასაც მორიგეების გარდა ესწრებოდა მთავარი ექიმიც. ოთახში, სადაც ხდებოდა პატიმრების დათვალიერება, იყო ნორმალური განათება. მას შემდეგ, რაც ს.----–-–---–მა განაცხადა თანხმობა დათვალიერებაზე, ჰკითხა, აწუხებდა თუ არა რაიმე, რაზეც მან უპასუხა, რომ ნაღველში ჰქონდა კენჭები, აწუხებდა გული და ასევე ჰქონდა ვენების უკმარისობა. დათვალიერებისას მას ჯერ შეუმოწმა ფეხები, სადაც ნახა ტროპიკული წყლულების ძველი კვალი, ხოლო შემდეგ კისრამდე აუწია მაისური და დაათვალიერა. იმ ჩივილების გარდა, რაც ს.----–-–---–მა განუმარტა, მას სხვა დაზიანებები არ ჰქონია, რომ ჰქონოდა, თუნდაც ძველი დაზიანებები, ის აუცილებლად შესამჩნევი იქნებოდა. ვინაიდან ფეხზე არსებული დაზიანებები იყო ძველი, ისინი არ დაუფიქსირებია. დათვალიერების შემდეგ მის მიერ შედგენილი იქნა პატაკი. დაახლოებით ორი-სამი თვის შემდეგ, ტელევიზიის საშუალებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ს.----–-–---–ს ჰქონდა დაზიანებები.

განსასჯელმა მ-----------------მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა შემდეგი: 2----–--–- მუშაობდა ც--------------–----------------------–- ქ------------–------------–--------–------ ექიმის თანამდებობაზე. მის კომპეტენციაში შედიოდა უფროსი ექიმის მეთვალყურეობით პაციენტების მოვლა და ჩანაწერების ისტორიაში წარმოება. მათ დაწესებულებაში პატიმარი შეჰყავდათ იმ შემთხვევაში, თუ მას სჭირდებოდა სტაციონალური მომსახურეობა. დაწესებულებაში შესვლისას პატიმარს ამოწმებდნენ აკრძალულ საგნებზე. ვინაიდან წინა დაწესებულებიდან პატიმარს მოყვებოდა დოკუმენტი, სადაც ეწერა მისი დიაგნოზი და ჩივილები, მათი სხვა მხრივ დათვალიერება არ ხდებოდა და მიმღებში მორიგე ექიმი მას დიაგნოზის მიხედვით ანაწილებდა შესაბამის განყოფილებაში. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრის მიერ მიტანილ დოკუმენტაციაში იქნებოდა მითითება დაზიანებების შესახებ, მას დაათვალიერებდნენ, სხვა შემთხვევაში პატიმრის დათვალიერება არ ხდებოდა. როდესაც ს-------------------- შეიყვანეს დაწესებულებაში, იყო გვიანი, დაახლოებით 24:00 საათი. თავად იმ დღეს იყო მორიგე. უთხრეს, რომ პატიმარი ს.----–-–---–ი იყო ქირურგიულ განყოფილებაში წესით ის მიმღებში უნდა მიეყვანათ, თუმცა მას მხოლოდ მისი დოკუმენტები მიუტანეს. ს.----–-–---–ის დოკუმენტებში ნახა ზ----------------- ჩანაწერი. აღნიშნულის შემდეგ წავიდა მ-------------–---, ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ნახა ს--------------------, რომელიც იყო ჩაცმული და იჯდა მაგიდასთან. მას გამოკითხა რა აწუხებდა, გაუზომა წნევა და შესთავაზა დახმარება, რაზეც ს.----–-–---–მა მადლობა გადაუხადა და დახმარებაზე უარი განუცხადა. მის მიერ ს--------------------ს დათვალიერება არ მომხდარა იმიტომ, რომ ამის ვალდებულება არ ჰქონდა. ამასთან, მას არ უთქვამს, რომ დაზიანებები ჰქონდა. ვინაიდან პატიმარი არ საჭიროებდა ქირურგიულ დახმარებას, იგი თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა და აღნიშნულით მასთან ურთიერთობა დაამთავრა.

განსასჯელმა პ-----------------მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა შემდეგი: 2----–--–- მუშაობდა ც----------------–------–-------–---–-------------–------------–-----------------. მისი ფუნქცია-მოვალეობა იყო განყოფილების კურირება, ვინ იყო გასაწერი, ვინ დასატოვებელი და ა.შ., ასევე პატიმარ პაციენტებთან ჰქონდათ კონსულტაციები და აწარმოებდნენ ჩანაწერებს. როდესაც პატიმარი შედიოდა საავადმყოფოში, აბსოლუტურად ყველა განყოფილება იკეტებოდა. შენობის პირველ სართულზე, ოპერატიულ განყოფილებაში, პატიმარი პირველ რიგში გადიოდა სავალდებულო პროცედურებს, სადაც მას ჩხრეკდნენ. ოპერატიული განყოფილების გვერდზე იყო მიმღები მორიგე ექიმის ოთახი, სადაც ექიმი ამოწმებდა მათ. დათვალიერება ხდებოდა განათებულ ოთახში და ივსებოდა ადმინისტრაციის მიერ დადგენილი კითხვარი. მის განყოფილებაში შედიოდა შემოწმება გავლილი პატიმარი და მას ამის ვალდებულება აღარ ჰქონდა. 2----–-–------------–--------------–------–-------–---–-- ღამის საათებში მიიყვანეს ს--------------------, რომელსაც გაესაუბრა და კომპეტენციის ფარგლებში ჩაუტარა ყველა სავალდებულო პროცედურა. დათვალერების დროს მას ზურგის არეში არანაირი დაზიანება არ ჰქონია. დაახლოებით ორი ან სამი თვის შემდეგ, როცა ს.----–-–---–ი მეორედ მოათავსეს ს----------–------–-------–---–-, მას ზურგზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც იყო დიდი ხნის შეხორცებული.

განსასჯელმა ა--------------------მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა შემდეგი: 2----–--–- მუშაობდა N-----–-------–---–- ექიმის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა პ----------- სამედიცინო მომსახურეობა. ვინაიდან დ-–-------–---–--------------------- ექიმი, ითავსებდა ყველა ფუნქციას. იმ შემთხვევაში, თუ N-----–-------–---–- პატიმარი შედიოდა პირველად, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ან ქუჩიდან, აშიშვლებდნენ და ათვალიერებდნენ მას, ამოწმებდნენ ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, აფიქსირებდნენ დაზიანებას. მაგრამ თუ პატიმარი შედიოდა სხვა დაწესებულებიდან, შემოწმება აღარ იყო საჭირო და ხელმძღვანელობდნენ მისი სამედიცინო ბარათით. იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრების დროს პატიმარი მიუთითებდა დაზიანებებზე, რაც არ იყო აღწერილი მის სამედიცინო დოკუმენტებში, ათვალიერებდნენ მას, აფიქსირებდნენ დაზიანებებს და შესაბამისად რეაგირებდნენ. N-----–-------–---–- ს--------------------ს შეყვანის დროს, ის დაათვალიერა ოპერატიულმა სამსახურმა, ხოლო შემდეგ თავად დაათვალიერა მისი სხეულის წინა და უკანა მხარე, სადამდეც მისი დათვალიერება შეძლო. დათვალიერების დაწყებამდე ჰკითხა, რაიმე ხომ არ აწუხებდა და ჰქონდა თუ არა დაზიანებები, რაზეც ს.----–-–---–მა უპასუხა, რომ არაფერი ჰქონდა. მიუხედავად უარისა, ს.----–-–---–ის სხეული მაინც დაათვალიერა, თუმცა მისთვის დაზიანებები არ შეუმჩნევია. დათვალიერების შესახებ შეადგინა აქტი, რასაც მასთან ერთად ს.----–-–---–მაც მოაწერა ხელი.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ს--------------------ს ჩვენებებით, 2----–-–---------–-- თვეში იგი დააკავა ქ--–---- პროკურატურამ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით. წინასწარი დაკავების საკანში მოთავსების შემდეგ, ზუსტ დროს ვერ უთითებს, გაიყვანეს საკნიდან, აუხვიეს თვალები და აიყვანეს მისთვის უცნობ სართულზე და ოთახში, სადაც დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ, ზურგზე ადებდნენ გახურებულ საგნებს, და სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებასა და იმ ფულის გადახდას, რასაც გამოძიება შესთავაზებდა. მისი წამების შესახებ უამბო ნ------------- N- იზოლატორში, რა დროსაც მას უთხრა, რომ მასაც ჰქონდა ინფორმაცია მისი წამების შესახებ. წამების დროს მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოთქმული მუქარების გამო, აღნიშნულზე მანამდე ვერავისთან საუბრობდა, მათ შორის, ვერც ადვოკატთან.

მოწმე თ-----------------ს ჩვენებით, 2----–--–- მუშაობდა მ--------------–-------------------- ს----------–------–-------–---–- უ------------------------- ინსპექტორად. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა პ----------- უსაფრთხოება. ს-------------------- ა-----–-- ბოლოს შეიყვანეს მ--------------–-------------------- ს----------–------–-------–---–- ბრალდებულის სტატუსით. ს.----–-–---–ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უ-------------------------------–------–-------------, ა--------------- დავალებით, გადაკეტა ქ------------–------------–---- მე-3 სართული. ს.----–-–---–ის დაწესებულებაში მიყვანის დღესვე, საღამოს საათებში, როდესაც მან აბაზანით სარგებლობის მიზნით მაისური გაიხადა, მის ზურგზე შეამჩნია რამოდენიმე დაზიანება, რომლებიც იყო მრგვალი ფორმის და მუქი ფერის ლაქები. აღნიშნულ ლაქებთან დაკავშირებით ს.----–-–---–თან საუბარი არ ჰქონია. ლაქების შესახებ ასევე არ უთქვამს სხვა პირებისთვის, ვინაიდან არც მითითება ჰქონდა აღნიშნულზე და არც თავად პატიმარი გამოთქვამდა შენიშვნას.

მოწმე ა-–--------------------------- ჩვენებით, 2----–--–- მუშობდა მ--------------–-------------------- ს----------–------–-------–---–-, ს--–---–--------------------------–---–-. მისი მუშაობის პერიოდში, როდესაც პატიმარი პირველად შედიოდა დაწესებულებაში, ჯერ მოწმდებოდა მისი პირადი ნივთები, ხოლო შემდეგ მას ამოწმებდა მედ.პერსონალი. სამედიცინო კუთხით როგორ ხდებოდა პ----------- შემოწმება, მისთვის უცნობია. თავად უზრუნველყოფდა, რომ თანამდებობის პირი პატიმრები სხვა პატიმრებისგან ყოფილიყვნენ იზოლირებულად. ასეთი პატიმრები მოთავსებულნი იყვნენ დაწესებულების მ-------------–---. როდესაც ს-------------------- დაწესებულებაში ნახა, ის მორალურად და სულიერად გატეხილი იყო, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ არ იცის. დაწესებულებაში მისი მოთავსებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აბაზანით სარგებლობის დროს, როდესაც ს.----–-–---–მა გაიხადა წელს ზემოთ, შეამჩნია, რომ მას ზურგზე ჰქონდა მოლურჯო-მოვარდისფრო ფერის, დაახლოებით 4-5 ცალი, ოც თეთრიანის ზომის, მრგვალი ფორმის ლაქები. ხოლო როდესაც დათბა და ს.----–-–---–მა დაიწყო შორტებით სიარული, შეამჩნია, რომ მას ფეხებზე ჰქონდა სილურჯეები და ვენების გაგანიერება.

მოწმე რ-------------------- ჩვენებით, 2----–--–- მუშაობდა მ--------------–-------------------- ს----------–------–-------–---–- უ-------------------------------. პატიმრის დაწესებულებაში მიღება მისი კომპეტენცია არ იყო, შესაბამისად ამ პროცესს არ ესწრებოდა. 2----–-–---------–-- თვეში, ზუსტ დროს ვერ იხსენებს, მათ დაწესებულებაში შეიყვანეს ს--------------------. დაწესებულებაში ყოფნის დროს ს-------------------- ნერვიულობდა და ნერვიულობის ფონზე ცუდად ხდებოდა. ის ძირითადად იყო შორტებში და წელს ზემოთ გახდილი, რა დროსაც მის ზურგზე შეამჩნია დაახლოებით 3-4 ლაქა. ლაქა ჰქონდა ფილტვების გასწვრივ, ზურგზე, სამი თუ ორი ტყუპად, ხოლო ორი - მოცილებით. ლაქები იყო მრგვალი ფორმის, მოთეთრო ფერის და დაახლოებით 2-3 სანტიმეტრი ზომის. ს.----–-–---–ს დაზიანებები ჰქონდა ფეხებზეც, თუმცა მისთვის უცნობია, რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანებები.

მოწმე თ-------------------- ჩვენებით, დააკავეს 2----–-–------------ და კაპეზედან წაიყვანეს N-----–-------–---–-. საკანში მას დახვდა და--------–-ძე. მისი მისვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ღამის საათებში, მათ საკანში მიიყვანეს ს--------------------, რომელმაც უთხრა, რომ ტკიოდა ზურგი, რადგანაც ჰქონდა დაზიანებები. საკუთარი თვალით ნახა ოთხი თუ ხუთი, მოწითალო ფერის, მოზრდილი ზომის მოშუშებული იარები. რამდენიმე დღეში, როცა დამეგობრდნენ, ს.----–-–---–მა მოუყვა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ელექტროშოკით გათიშეს და ზურგი სიგარეტით დაუწვეს. დაზიანებებზე ადებდა მარილწყალში დასველებულ ტილოს, რის შედეგადაც, იარები უფრო მოშუშდა. ს-------------------- ფეხებზე ასევე ჰქონდა დახეთქილი ვენები და სულიერად ძალიან გატეხილი იყო.

მოწმე დ-------------- ჩვენებით, 2----–--–- დააკავეს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და მოათავსეს მ----------–-------–-. თავდაპირველად იყო მარტო, ხოლო შემდეგ თა--------–---–---–თან ერთად. დაახლოებით ერთი თვის შემდგომ, ი--–---------–-, ზუსტ დროს ვერ იხსენებს, მათთან შეასახლეს ს--------------------ც. როდესაც ის მიიყვანეს, იყო გვიანი ღამე, ხოლო მეორე დღეს, როდესაც პირის დასაბანად ს.----–-–---–მა გაიხადა პერანგი, მის ზურგზე შეამჩნია 3-4 ლაქა, რაზეც ს.----–-–---–მა თქვა, რომ დაკავების შემდეგ მიაყენეს დაზიანება. მისთვის უცნობია, თუ რითი ჰქონდა მას ეს დაზიანებები მიყენებული. დეტალები არ უკითხავს, რადგან ყველას თავისი პრობლემა ჰქონდა.

მოწმე პ---------------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გაცემული იქნა N------------------ დასკვნა. 2----–-–-- 0-----–---- დადგენილების საფუძველზე გამოცხადდა N-----–-------–---–-, სადაც შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, რომელიც მისი მოთხოვნის შესაბამისად იყო ყველაზე განათებული. ექსპერტიზის ჩატარებას ესწრებოდა გამომძიებელი ა-–------------------ე. თავდაპირველად ს-------------------- შემოწმებაზე უარს აცხადებდა, თუმცა შემდეგ აჩვენა დაზიანებები. ს.----–-–---–ი უჩიოდა ყრუ ხასიათის ტკივილებს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სიმძიმის შეგრძნებას აღნიშნულ არეში, ნაღვლ-კენჭოვან დაავადებას. სისხლში აღმოაჩნდა „ც“ ჰეპატიტი. ჰქონდა საერთო სისუსტე, ცვალებადი წნევა, ჰაერის უკმარისობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რაც კიდევ უფრო გართულებია კოჭ-წვივის სახსრების არეში დენის აპარატის მიერთების შემდგომ, 2----–-–------------–-. მარცხენა ბეჭის ძვლის ზემო კიდესთან აღენიშნებოდა ოვალური ფორმის, მოვარდისფრო ფერის, შედარების რბილი კონსისტენციის, თითქმის კანის დონეზე განლაგებული, უსწორმასწორო (შეჭმუხვნილი) ზედაპირით, ნაკლებად მოძრავი ნაწიბური, ზომით I, 3 XI, I სმ. ნაწიბურის ცენტრალურ არეში კანი მცირედ აქერცლილია. ასეთივე ფერის, ფორმისა და ხასიათის ნაწიბურები აღენიშნებოდა ამავე ბეჭის ძვლის ქვემო და შიგნითა კიდესთან, ზომებით I, 8 XI, 6 სმ და I, 4 XI, I სმ-ზე. გულმკერდის უკანა ზედაპირზე, დაახლოებით მე-6, მე-7 ხერხემლის მალების დონეზე, შუა ხაზზე, ოვალური ფორმის, მოვარდისფრო ფერის, უსწორმასწორო (შეჭმუხვნილი) ზედაპირის მქონე, თითქმის კანის დონეზე განლაგებული, შედარების რბილი კონსისტენციის მქონე, ნაკლებად მოძრავი ნაწიბური, ზომით I, 3 XI, I სმ. ასეთივე ფერის, ფორმისა და ხასიათის ნაწიბური აღენიშნებოდა მარჯვენა ბეჭის ძვლის შიგნით კიდესთან, ზომით I, 7 XI, 4 სმ-ზე. მარცხენა საფეთქლის არეში მოთეთრო-მორუხო ფერის დასწვრივად მდებარე, მომკვრივო კონსისტენციის მქონე კანის ზედაპირიდან ამობურცული 1, 2X0, 3 სმ ზომის ნაწიბური. (თავისივე გადმოცემით დაზიანება მიუღია რამოდენიმე წლის უკან). მარცხენა წინამხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე ორი, ერთმანეთის ახლოს განლაგებული, ოვალური მოყვანილობის, მოთეთრო-მკრთალი-მორუხო ფერის, კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული, უსწორმასწორო (შეჭმუხვნილი) ზედაპირით მომკვრივო კონსისტენციის, ნაკლებად მოძრავი ნაწიბურები, ზომებით 2, 2X2 სმ და 1, 2X1, 1 სმ. (თავისივე გადმოცემით დაახლოებით 1--–-–---------------------–---–---–---------- მიიღო დამწვრობა). მარცხენა წინამხრის გარეთა ზედაპირზე, ზემო მესამედიდან ქვემო მესამედამდე აღენიშნებოდა განივად და ერთმანეთის პარალელურად განლაგებული სადა კიდეების მქონე მოთეთრო-მორუხო ფერის ხაზოვანი ნაწიბურები, სულ შვიდი ცალი, საშუალო ზომებით 6-7 სმ-მდე (თუ რა ვითარებაში მიიღო, არ დაუკონკრეტებია). ორივე ბარძაყების და წვივების არეში გამოხატულია ვენური სისხლძარღვთა ქსელი (ვენების ვარიკოზული გაგანიერება). წინამხრების, მტევნებისა და წვივების არეში მრავლობითი მოწითალო, მოყავისფრო ფერის, წყვეტილი ხასიათის კანის სხვადასხვა ხანდაზმულობის ნაკაწრები (ნაფხანები) თავისივე გადმოცემით მიღებული აქვს კანის ქავილის შედეგად მკბენარების და კოღოების ნაკბენით. მუცლის წინა გვერდით ზედაპირზე, ორივე მხრის სარტყლის წინა ზედაპირებზე დასწვრივად მდებარე მოთეთრო-მორუხო-ფერის ზიგზაგისებრი ფორმის ე.წ. „სტრიები“. დათვალიერებული იქნა ორივე სხივ მაჯისა და კოჭ-წვივის სახსრები. მარჯვენა და მარცხენა კოჭ-წვივის სახსრების შიგნითა ზედაპირზე, კაპილარები და მცირე ყალიბის სისხლძარღვები ზედაპირულად არის განლაგებული და მათ აქვთ მოიისფრო შეფერილობა. მათზე ამჟამად რაიმე მექანიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება, ასევე არ აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი სხივ მაჯების სახსრების არეში. ექსპერტიზის შედეგად გასცა შემდეგი სახის დასკვნა: ს-------------------- პირადი გასინჯვით აღენიშნება ოვალური მოყვანილობის, მოვარდისფრო ფერის, უსწორმასწორო (შეჭმუხნული) ზედაპირის, თითქმის კანის დონეზე განლაგებული ნაწიბურები გულმკერდის უკანა ზედაპირზე ორივე ბეჭების არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით. როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანებათა ნიშნებს. დაზიანებათა ხანდაზმულობის კონკრეტულად დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, მათი მიყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის გამო. თუმცა დაზიანების ხასიათის გათვალისწინებით, მათი ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ნაწიბურს იმ სახით ჩამოსაყალიბებლად, რა სახითაც ჰქონდა ს.----–-–---–ს, სჭირდება დაახლოებით ორი თვე. მის ზურგზე არსებული დაზიანებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა თუნდაც ერთი თვის ნაწიბური. აღნიშნული დაზიანებების ფერი, კონსისტენცია და ხასიათი იძლევა იმის საშუალებას, რომ ითქვას ყველა დაზიანება ერთ დროს არის მიყენებული. თავის მხრივ, ასეთი დაზიანება შეიძლება განვითარდეს ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგადაც.

2----–-–---------------- ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს ი------–--------------------------–---------–---------------------- მ--------------–-------------------- ს----------–-- დაწესებულებიდან ამოღებული იქნა ს.----–-–---–ის პირადი საქმიდან შემდეგი დოკუმენტების დედნები: 1) სრული პირადი შემოწმების და ნივთების შემოწმების ოქმი; 2) სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმი; 3) N- ს----------–-- ექიმის ზ.------–---ის პატაკი; 4) ექიმ ზ.------–---ის ცნობა ს.----–-–---–ის დათვალიერებით სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა; 5) N- ს----------–-- ექიმის ა.--–-----ის პატაკი; 6) 1--0--0------------- შედგენილი ს.----–-–---–ის ავადმყოფობის ისტორია N-3-- 7) 2--0--0------------- გახსნილი ს.----–-–---–ის ავადმყოფობის ისტორია N---------------------------

2----–-–------------–-- პატაკის თანახმად, რაც შედგენილია ზ----------------- მიერ, 2----–-–------------–- N- საპყრობილეში შეიყვანეს ს--------------------, რომელსაც აღენიშნებოდა შემდეგი სახის ჩივილები, ტკივილი გულის არეში, ირადიაციით, მარცხენა ბეჭში და ზედა კიდურში, ჰაერის უკმარისობა, ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში. აღნიშნავს, რომ რამოდენიმე თვის წინ გამოკვლევებით აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის მრავლობითი კენჭები, ობიექტურად: T--------------------- დაჭიმული, პალპაციით მტკივნეულია მარჯვენა ფერდქვეშა არე. ზემოთაღნიშნულიდან საფიქრებელია გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია. საჭიროა დინამიკაში დაკვირვებისა და გამოკვლევისათვის მოთავსდეს ს.ა.დ. ს----------–------–-------–---–-. (--------------------

2----–-–------------–-- ცნობის თანახმად, 2--------------- N- საპყრობილეში შეყვანილი იქნა გ---------–------–-–---–------–-----------ის ძე. გარეგანი დათვალიერებით სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანება არ აღმოაჩნდა. ცნობას ხელს აწერს მორიგე ექიმი ზ---------------ი (--------------------

2----–-–------------–-- ოქმის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ზ.------–---ი, თ---------------------------------- ს-------------------- 2----–-–------------–-- პატაკში მითითებული ჩივილების გამო N- საპყრობილიდან გადაყვანილი იქნა ს----------–------–-------–---–- (--------------------

2----–-–------------–-- ავადმყოფობის ისტორიის N------ თანახმად, რასაც ხელს აწერს პ.---------ე, ავადმყოფი ს-------------------- ჰქონდა გარკვეული სახის ჩივილები, თუმცა მას გარეგნული დათვალიერით მექანიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა (---------------------

2----–-–------------ სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმის თანახმად, ს-------------------- დაზიანება არ აღენიშნება. ოქმს ხელს აწერენ მ-----------------------------------–----------------------------–-------–--------------------------------------------------------

სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, ს-------------------- პირადი გასინჯვით აღენიშნება ოვალური მოყვანილობის, მოვარდისფრო ფერის, უსწორმასწორო (შეჭმუხნული) ზედაპირის, თითქმის კანის დონეზე განლაგებული ნაწიბურები გულმკერდის უკანა ზედაპირზე ორივე ბეჭების არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით. როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანებათა ნიშნებს. დაზიანებათა ხანდაზმულობის კონკრეტულად დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, მათი მიყენებიდან ხანგრძლივი დროის გავლის გამო. თუმცა დაზიანების ხასიათის გათვალისწინებით, მათი ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს (-----------------------

კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N------------- თანახმად, ს-------------------- გულმკერდის უკანა ზედაპირზე (ზურგზე) აღენიშნება დაზიანებები ნაწიბურების სახით, რომლებიც მათი მორფოლოგიური სურათის გათვალისწინებით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით. ნაწიბურები ცალ-ცალკე და ერთად აღებული ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანებათა ნიშნებს. დაზიანების ხანდაზმულობის კონკრეტული განსაზღვრა ექსპერტიზას ამჟამად არ შეუძლია, მათი მიყენებიდან ხანგრძლივი დროის გავლის გამო, თუმცა ნაწიბურების ხასიათის გათვალისწინებით, ხანდაზმულობით არ უნდა აღემატებოდნენ ექვს თვეს (------------------------

ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ბრალდებულ ს-------------------------–-–---–-ს, დაბ. 1----–-–----------------, 2----–-–---------–---- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით 2----–-–------------–- მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით პირადი გასინჯვის მონაცემებით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების ქსეროასლების, დასმული კითხვების შესაბამისად, მივდივართ შემდეგ შედეგებამდე: ბრალდებულ ს-------------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით პირადი გასინჯვისას მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით აღენიშნება მრავლობითი, (ხუთი) დანაწიბურებული დაზიანება ზურგის, რომლის მორფოლოგიური სურათის შესწავლისა და ს.----–-–---–ის ნაამბობის დეტალური გაანალიზების საფუძველზე წარმოადგენენ კოაგულაციური ნეკროზის, გახურებული საგნის მოქმედებით, თანმიმდევრულად, დროის ერთი და იგივე პერიოდში მიყენებული ლოკალური დამწვრობების კვალს, გრანულაციის ფაზაში, ხანდაზმულობით და მექანიზმით წარმოქმნილნი უნდა იყვნენ დროსა და პირობებში, როგორც ამას მიუთითებს ს--------------------. დანაწიბურებული დაზიანებების ნაწილი ტერფის ზურგების მიდამოში წარმოადგენენ დაჟეჟილი ჭრილობის შეხორცების შედეგად წარმოქმნილ ნაწიბურს და მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, შესაძლებელია ისინი განვითარებულიყვნენ დროის იმ პერიოდში და იმ პირობებში, როგორც მიუთითებს შესამოწმებელი. დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე ცალ-ცალკე, განეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. საქმის მასალებში ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული მონაცემების დედანში გაცნობა შეუძლებელი გახდა პროცესის მწარმოებელი პირის წინააღმდეგობის გამო. ს.----–-–---–ის სხეულზე გახურებული საგნით მრავალჯერადი, განმეორებითი ტკივილის მიყენება დაზიანებების თერმული დამწვრობების მიყენების გზით, მასზე სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდების ზემოქმედებას, მის არაადამიანურ პირობებში მოთავსების შედეგებსა და მის დღევანდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა სცილდება მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებს, მაგრამ შესაძლებელია სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების გამოყენება და მონაწილეობა კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, სპეციალისტ-ფსიქოლოგის მონაწილეობით, რის შემდგომაც შესაძლო გახდება წამებისა და გვემის არსებობის საკითხის გადაწყვეტა იურისტების მიერ (--------------------------

2----–-–------------–-- აქტის თანახმად, ო/მ კ.--------ის, ექიმ მ.------–--ის, N-------------–-- მ/თანაშემწის და მ/ექიმ ე--------- მიერ შედგენილი იქნა აქტი მასზედ, რომ 2----–-–------------–-, დაახლოებით 23:45 საათზე, სასწრაფო წესით, პ/საქმით, უგანრიგოდ ს----------–------- მ/ექიმის, ზ.------–---ის პატაკის საფუძველზე შეყვანილი იქნა განსასჯელი ს-------------------- დიაგნოზით: გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია. ოქმს ხელს აწერენ ბ--------------------------------------------–--- (----------------------

2----–-–---------–---- პატაკის თანახმად, N- ს----------–-- ექიმი ა.--–-----ე მიმართავს ამავე ს----------–-- დირექტორს. პატაკის თანახმად, 1--------------- შემოწმებული იქნა პატიმარ ს--------------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის უჩიოდა თავის ტკივილებს, თავბრუსხვევას, ტკივილებს გულმკერდის არეში, რომელიც გადაეცემა ბეჭის არეში. ობიექტურად: სისხლის არტერიული წნევა 80/20, პულსი: 50, შენელებული, რითმული. გამოძახებული იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, კარდიოლოგიური ჯგუფით. გადაღებული ელექტრო-კარდიოგრამის, ობიექტური და სუბიექტური მონაცემების საფუძველზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, მდგომარეობა დასტაბილურდა. დაესვა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდიული შეტევებით. საჭიროდ ჩაითვალა სასწრაფო წესით მისი გადაყვანა პ----------- დ-----------------–-----------–---- დაწესებულებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენს განკარგულებას, რათა პატიმარი ს-------------------- გადაყვანილი იქნეს ს.ა.დ. პ----------- დ-----------------–-----------–---- დაწესებულებაში (--------------------

2----–-–---------–---- მორიგე ექიმის, პ.---------ის ჩანაწერის თანახმად, მორიგეობა მიიღო 1------------- 16:00 საათზე. გასინჯულ იქნა ავადმყოფი ს.----–-–---–ი. ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, გამომეტყველება შეწუხებული, ზოგადი სისუსტე, ადინამია, აპათია, და სხვა ჩივილები. ავადმყოფს მიღების მომენტში რაიმე განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროებოდა. სხეულის გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა - ზურგის არეში ძველი დაზიანების კვალი, ზომით 10 კაპიკიანის ტოლი, კოჭ-წვივის სახსართა მედიალურ არეში, მარჯვნივ მეტად აღენიშნება კაპილარული ქსელის გაძლიერებული რელიეფი (-------------------.

ს----------–-----------–----------------------------------- მ--------------–-------------------- ს----------–-- დ-–-------–-------------------- წერილის თანახმად, ს-------------------- მ--------------–-------------------- ს----------–------–-------–---–- ს----------–--დ შევიდა 2---------------- საპყრობილიდან. დაწესებულებაში მისვლის დღიდან ს.----–-–---–ი მოთავსებული იქნა ქ------------–------------–---- მ-------------–---, სადაც დ-–-------–-------------------- ბრძანებით გახსნილი იყო სადღეღამისო მორიგეობა. რაც შეეხება სხეულის გარეგნულ დათვალიერებას, თერაპიული განყოფილების უფროსის, პ.---------ის მიერ დათვალიერებული იქნა გულმკერდის წინა ზედაპირი და ზედა კიდურები, რომლებზეც რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ხოლო ქვედა კიდურების კოჭ-წვივის სახსართა არეებში აღენიშნებოდა სისხლძარღვოვანი რელიეფი და ვენების ვარიკოზული გაგანიერება. 2----–-–----------- ს.----–-–---–ი გადაყვანილი იქნა N-------------–-–-- 2----–-–---------–--- 14:15 საათზე ს.----–-–---–ი შეყვანილი იქნა ს----------–------–-------–---–- N- იზოლატორიდან სასწრაფო წესით. მისი შეყვანისთანავე შედგენილი იქნა აქტი სხეულის გარეგნულ დათვალიერებაზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ა.–--–--ის, ოპერატიული მორიგის, ნ.--–----–---–ის და მორიგე ექიმის ს.–---–---ის მიერ, სადაც დაფიქსირდა, რომ ს.----–-–---–ს ზურგის არეში აღენიშნება წერტილოვანი დაზიანებები (საფიქრებელია თერმული საგნით), ქვემო კიდურებზე ვარიკოზული სისხლჩაქცევები და სხვა წერტილოოვანი დაზიანებები (---------------------

ქ.თბილისის N-------------–-- დირექტორის, გ.-----–-–---–ის წერილის თანახმად, განსასჯელი ს.----–-–---–ი ქ------–-------------------–-–- შევიდა 2----–-–------------–-, მაგრამ იმავე დღესვე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილი იქნა ც--------------–----------------------–-. მეორედ N- საპყრობილეში ს.----–-–---–ი შევიდა 2----–-–------------- იმავე წლის 2----–---------------–---------–----- განკარგულებით გადაყვანილი იქნა N- საპყრობილეში (---------------------

ს----------–-----------–--------------- 2----–-–------------------ ბრძანებით, ა-------------------- 2----–-–----------------- დაინიშნა საქართველოს ი------–--------------------------–---------–---------------------- N- ს----------–-- ს------–-------–--–-- ექიმის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „დ“ პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად (----------------------

ს----------–-----------–--------------- N-- ბრძანებით, საქართველოს ი------–--------------------------–---------–---------------------- N- ს----------–-- ს------–-------–--–-- ე--------------- მოვალეობის შემსრულებელი ზ---------------ი 2----–-–-- 1--------–----- გადაყვანილი იქნა ამავე დეპარტამენტის N-------------–-- ს------–-------–--–-- ე--------------- მ-----–-------–--------–---–-- თანამდებობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად (---------------------

ს----------–-----------–--------------- N-- ბრძანებით, მ----------------- 2----–-–---------–------- დაინიშნა საქართველოს ი------–--------------------------–---------–---------------------- ტ----------–----------------------------------------------------------–-----------------------–----------–-----------–-----------------------–---------–-------–--–--------------–------–-------–----------–------------------–------–--------------------- თანამდებობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად (--------------------- 2----–-–------------–------ ბრძანებით იგი გადაყვანილი იქნა ამავე დეპარტამენტის პ-------------------------------–---------------–-- დაწესებულების ქ------------–------------–--------–------ ექიმის თანამდებობაზე.

საქართველოს ი------–--------------------------–---------–---------------------- N-----– ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „დ“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პ----------------- დაინიშნა - საქ. შ----------–-----------------------–------------------------------------–------------–------------------------------–-------------------------- მ--------------–--------------------------------–------–-------–----------------–------------–---------------- მოვალეობის შემსრულებლად 2----–-–----------------------------------------

მ--------------–-------------------- ს----------–-- დაწესებულების მთავარი ექიმის, დ.--------ის 2----–-–-- 1--------------------------- წერილის თანახმად, ს----------–-- დაწესებულების შინაგანაწესზე მუშაობა მიმდინარეობს ამჟამად, ხოლო ძველი შინაგანაწესი არსებულ დოკუმენტაციებში მოძიებული ვერ იქნა. რაც შეეხება დაწესებულების მედპერსონალის ფუნქციონალურ მოვალეობებს, გაწვდით განყოფილების უფროსების ფუნქციონალური მოვალეობების ქსეროასლებს. მორიგე ექიმის ფუნქციონალური მოვალეობები, მედპერსონალის გადმოცემით, დაწესებულებაში დღემდე არ ყოფილა ოფიციალურად შემუშავებული და დამტკიცებული (----------------------

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა განსასჯელების და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----------------- მიერ ჩადენილია სამსახურეობრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო განსასჯელების - ა--------------------ს, მ------------------ და პ------------------ მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დასჯადია სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტია მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოს ნორმალურ საქმიანობას. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა თუ არაჯეროვნად შესრულებაში, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. შესაბამისად, განმსაზღვრელია კონკრეტული მოხელისათვის ნორმატიული აქტებით დაკისრებული მოვალეობების ზუსტად დადგენა, რათა შეფასდეს, შედიოდა თუ არა კონკრეტული ქმედების განხორციელება მის სამსახურებრივ მოვალეობაში. ამასთან, დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და ამდენად, აუცილებელია ფიზიკური ან იურიდიული პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას ჰქონდეს ადგილი, რომლის გარეშეც ქმედება სამსახურებრივ გულგრილობად ვერ დაკვალიფიცირდება. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს ასევე წარმოადგენს იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა განსასჯელთა ქმედებებმა დაზარალებულ ს--------------------ს და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

სასამართლო პირველ რიგში მსჯელობს ზ----------------- ბრალთან მიმართებით და ადგენს შემდეგს:

2----–-–-- 1-----–---- N-- ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, ზ---------------ი 2----–-–-- 1--------–----- გადაყვანილი იქნა ს------–---------–---------------------- N-------------–-- ს------–-------–--–-- ე--------------- მ-----–-------–--------–---–-- თანამდებობაზე (საფუძველი ბრძანების 2----–-–------------–---------------- და პირადი განცხადება) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, იკავებდა მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობას.

ზ---------------ს, როგორც ს----------–-----------–------------------ ს------–---------–--------–-------–---- N-------------–-- ს------–-------–--–-- ე--------------- მოვალეობის შემსრულებელს, ს----------–-----------–--------------- მიერ 2----–-–---------–--------------------- დამტკიცებული ს----------–-- ს------–------------–---------------–----------–---------------------------- თანახმად ევალებოდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პირველადი სამედიცინო შემოწმება (------–-------------------------------–-------------------–-–-----------------

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განსასჯელმა ზ---------------მა განმარტა, რომ პ----------- შემოწმებისას, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მისი მოვალეობა იყო დაეფიქსირებინა მათი ლოკალიზაცია, ზომა, რაოდენობა და ა.შ. 2----–-–------------–-, კაპეზედან N- საპყრობილეში შეყვანილი იქნა პატიმარი ს--------------------, რომლის დათვალიერებაც დაევალა მას. მას შემდეგ, რაც ს.----–-–---–მა დათვალიერებაზე განაცხადა თანხმობა, ჰკითხა, აწუხებდა თუ არა რაიმე, რაზეც მან უპასუხა, რომ ნაღველში ჰქონდა კენჭები, აწუხებდა გული და ასევე ჰქონდა ვენების უკმარისობა. დათვალიერებისას მას ჯერ შეუმოწმა ფეხები, სადაც ნახა ტროპიკული წყლულების ძველი კვალი, ხოლო შემდეგ კისრამდე აუწია მაისური და მთლიანად დათვალიერა ზურგი და მუცელი. იმ ჩივილების გარდა, რაც ს.----–-–---–მა განუმარტა, მას სხვა დაზიანებები არ ჰქონია. რაც შეეხება ფეხზე არსებულ დაზიანებებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იყო ძველი, არ დაუფიქსირებია.

განსასჯელებმა - პ-----------------მ, მ-----------------მ და ა--------------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი კონკრეტულ დაწესებულებაში შედიოდა სხვა დაწესებულებიდან, მისი ხელახალი დათვალიერება არ ხდებოდა, ხოლო თუ პატიმარი მათ დაწესებულებებში შედიოდა კაპეზედან ან ქუჩიდან, ახდენდნენ მის დათვალიერებას.

დაზარალებულ ს--------------------ს ჩვენების თანახმად, რაც სასამართლო სხდომაზე გამოქვეყვენული იქნა მისი გარდაცვალების გამო, დადგენილია, რომ ის მალავდა მის სხეულზე არსებულ დაზიანებებს წამების დროს მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოთქმული მუქარების გამო.

სასამართლო ვერ გაიზიარებს განსასჯელ ზ.------–---ის ჩვენებას იმასთან მიმართებით, რომ მან სრულყოფილად ჩაატარა ს.----–-–---–ის სხეულის გარეგანი დათვალიერება შემდეგ გარემოებათა გამო: მის მიერ 2----–-–------------–- შედგენილ პატაკში აღწერილია ისეთი ჩივილები (ვრცლად იხ. 2----–-–------------–-- პატაკი, ტ-----------------, რომლებიც დაზიანების სახით არ არის გამოხატული სხეულზე, ხოლო 2----–-–------------–-- ცნობაში, რომელიც მისი ზომიდან გამომდინარე, არის წმინდა შაბლონური ხასიათის და ამასთანავე არის ქაღალდის მომცრო ზომაზე დაბეჭდილი (----------------------- აღნიშნულია, რომ ს-------------------- გარეგანი დათვალიერებით სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება. ამავე დროს, თავად ზ.------–---ის ჩვენებითვე დგინდება, რომ ს.----–-–---–ს ფეხზე ჰქონდა ტროპიკული წყლულების ძველი კვალი, რაც მისი სიძველის გამო არ დააფიქსირა. მართალია საბრალდებო დასკვნის თანახმად ზ.------–---ს ბრალად ედება მხოლოდ ს.----–-–---–ის ზურგის არეში არსებული ხუთი დაზიანების აღუწერლობა, თუმცა აღნიშნული ადასტურებს გარემოებას, რომ იმ ფონზე, როცა თავად განსასჯელიც მალავდა მის ზურგზე არსებულ დაზიანებებს და სრულყოფილი დათვალიერების საშუალებას არ აძლევდა ექიმებს, ზ.------–---მა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, პატაკში აღწერა ის ჩივილები, რაც გასაუბრების შედეგად გაანდო სუ-–--------–-–---–მა და არ დააფიქსირა ის დაზიანებები, რაც მას აღენიშნებოდა სხეულზე. მართალია თავად ზ---------------მა განაცხადა, რომ მან დაათვალიერა ს--------------------ს სხეული და მას არ აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ეს არის განსასჯელის უფლება, ჰქონდეს ნებისმიერი პოზიცია თავის დასაცავად, რაც გამყარებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი არსებულ დაზიანებებს მაინც დააფიქსირებდა. ზოგადად დაზიანებების და ნაწიბურების არსებობა ს.----–-–---–ის სხეულზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება.

ის ფაქტი, რომ ს-------------------- 2----–-–------------–- ზურგის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაწიბურების სახით, აღნიშნულია თავად ს.----–-–---–ის ჩვენებაში ასევე მოწმე თ-----------------ს ჩვენებაში, რომლის თანახმად, ა-----–-- თვის ბოლოს, როდესაც ს.----–-–---–ი შეიყვანეს მ--------------–-------------------- ს----------–------–-------–---–-, იმავე დღესვე, როდესაც მან აბაზანით სარგებლობის მიზნით გაიხადა მაისური, მის ზურგზე შეამჩნია რამოდენიმე დაზიანება, რომელიც იყო მრგვალი ფორმის და მუქი ფერის ლაქები. იგივე დაადასტურა მ--------------–-------------------- ს----------–-- დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორმა რა---------–--–---–მაც, რომლის ჩვენების თანახმად, 2----–-–---------–-- თვეში, როდესაც ს.----–-–---–ი შეიყვანეს დაწესებულებაში, შეყვანიდან რამდენიმე დღეში მის ზურგზე შეამჩნია დაახლოებით 3-4 ლაქა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნით ასევე დადგენილია, რომ ს-------------------- გულმკერდის უკანა ზედაპირზე (ზურგზე) აღენიშნება დაზიანებები ნაწიბურების სახით, რომლებიც მათი მორფოლოგიური სურათის გათვალისწინებით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით. ნაწიბურები ცალ-ცალკე და ერთად აღებული ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა პ---------------- დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ ს.----–-–---–ს ზურგზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობის კონკრეტულად დადგენა ვერ შეძლო მათი მიყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის გამო, თუმცა დაზიანების ხასიათის გათვალისწინებით, მათი ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. მისივე განმარტებით, ნაწიბურს იმ სახით ჩამოსაყალიბებლად, რა სახითაც ჰქონდა ს.----–-–---–ს შემოწმების დროს, სჭირდება დაახლოებით ორი თვე და ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ერთი თვის ნაწიბური.

პ---------------- მიერ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია 2----–-–-- 0-----–---- რა დროსაც მან პირადად შეამოწმა ს.----–-–---–ი და დასკვნაში განსაზღვრა დაზიანებების მიყენებიდან გასული პერიოდის მაქსიმალური ვადა ექვსი თვით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაასახელა მინიმალური ვადაც, რაც განსაზღვრა ორი თვით. დაზარალებულის და იმ მოწმეთა ჩვენებების ანალიზით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ა-----–-- თვის ბოლოს (---------–-- ს.----–-–---–ს ზურგის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, გამოდის, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის გასულია 2 თვე და რამდენიმე დღე, რაც ემთხვევა ექსპერტის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად გაცხადებულ ორ თვიან ვადას, ხოლო დაზიანების მიყენებიდან უფრო მეტი ვადის დასახელება ალოგიკურია, რადგან გამოვა, რომ მას ისეთი სერიოზული დაზიანებები, როგორიცაა თერმული დამწვრობები, მიყენებული აქვს დაკავებამდე. ამ შემთხვევაში კი პირველი დათვალიერებისას ექიმ ზ.------–---ს აღნიშნული დაზიანებები მით უფრო უნდა შეენიშნა და აღენიშნა შესაბამის ოქმში.

ის, რომ დაზიანებები ჰქონდა ს.----–-–---–ს სხეულზე აღნიშნულია ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N------- დასკვნაში, რომლითაც ირკვევა, რომ ბრალდებულ ს-------------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით პირადი გასინჯვისას მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით აღენიშნება მრავლობითი, (ხუთი) დანაწიბურებული დაზიანება ზურგის, რომლის მორფოლოგიური სურათის შესწავლისა და ს.----–-–---–ის ნაამბობის დეტალური გაანალიზების საფუძველზე წარმოადგენენ კოაგულაციური ნეკროზის, გახურებული საგნის მოქმედებით, თანმიმდევრულად, დროის ერთი და იგივე პერიოდში მიყენებული ლოკალური დამწვრობების კვალს, გრანულაციის ფაზაში, ხანდაზმულობით და მექანიზმით წარმოქმნილნი უნდა იყვნენ დროსა და პირობებში, როგორც ამას მიუთითებს ს--------------------.

სასამართლო ასევე იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ზ----------------- ქმედებამ გამოიწვია როგორც ს--------------------ს ინტერესების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

ს--------------------ს ინტერესების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ არ მოხდა მის სხეულზე არსებული დაზიანებების აღმოჩენა, დაფიქსირება, რამაც თავის მხრივ ხელი შეუშალა დროული გამოძიების დაწყებას, დამნაშავე პირების მოძიებას და ვერ განხორციელდა ეფექტური სამართალწარმოება.

სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დარღვევა გამოიხატა შემდეგში: წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს 1984 წლის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი კონვენციის მონაწილე სახელმწიფო იღებს ეფექტიან საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სხვა სახის ღონისძიებებს მისი იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე წამების ფაქტების თავიდან ასაცილებლად. ამავე კონვენციის 12-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩაატარონ სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იმის საფიქრალად, რომ წამების აქტია ჩადენილი მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე. სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს წარმოადგენს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დადგენილი წესების შესაბამისად ფუნქციონირება, ასევე საერთაშორისო აქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და შემდგომში აღნიშნული ფაქტების ეფექტური გამოძიებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი დოკუმენტაციის არსებობას.

საქმეში „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მიუთითა, რომ მაშინაც კი, როცა პატიმრის საჩივარი, როგორც ასეთი, არ არის შეტანილი, აუცილებელია გამოძიების დაწყება, თუ არსებობს საკმარისად ზუსტი მონაცემები, რომლებიც იძლევა ფიქრის საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა წამებას ან არასათანადო მოპყრობას. ამ კონტექსტში, „საკმარისად ზუსტ“ მონაცემად მიჩნეულ იქნა განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია (--–----------------–--- წინააღმდეგ, A--------------------------------–--–---------

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში ბრალდებულ ზ----------------- მიერ თავისი ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ, კერძოდ, პატიმარ ს--------------------ს სხეულის არაჯეროვნად დათვალიერებამ და შესაბამისი დაზიანებების აღუწერლობამ, გარკვეულწილად გაართულა ს--------------------ს წამების ფაქტის გამოვლენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. აღნიშნულს ადასტურებს თავად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ხანგრძლივი დროის გასვლის გამო შეუძლებელია დაზიანების წარმოშობის კონკრეტული თარიღის განსაზღვრა.

რაც შეეხება განსასჯელების - მ------------------, პ------------------ და ა--------------------ს ბრალდებებს, სადაო არ გამხდარა გარემოება, რომ ისინი წარმოადგენდნენ მოხელეებს.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მ-----------------ს და პ-----------------ს ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, რაც გამოიხატა „-----------–---------–----–-------------------–------------------–--------------------------–-------------------------------–----------–--–--------------–----------–----–--–-------------------------------–----------------------------–-------------------–-----------------------–--- ს----------–-----------–--------------- 2----–-–------------------------------–-----–- „მ--------------–-------------------- ს----------–-- დ-–-------–-------------------------–----- მ---------–----------–----–--–------------------------------------------------ს არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.

„-----------–---------–----–-------------------–-----------------------–------------------------------- ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპია სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფ პაციენტთა, აგრეთვე ამა თუ იმ დაავადებით შეპყრობილთა დისკრიმინაციისგან დაცვა სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფი პაციენტის დისკრიმინაცია სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას. ამავე კანონის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში. ამავე კანონის 45-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია შესაბამის დაწესებულებებს დადგენილი წესით გადასცეს ინფორმაცია სხეულის ფიზიკური, ქიმიური, სხივური, თერმული დაზიანების შემთხვევაში.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლი ითვალისწინებს, სამედიცინო ჩანაწერების წარმოების პირობებს. 1) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისთვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2) სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია: ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; ბ) სამედიცინო ჩანაწერები უნდა იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს; გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში; დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს; ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.

ს----------–-----------–--------------- 2----–-–----------------- ბრძანების მე--------–------–----–--–---------------------------------- თანახმად, ს----------–-- დაწესებულების ამოცანებია: მ--------------–-------------------- მკურნალობა; მ--------------–-------------------- კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება და მ--------------–-------------------- სამედიცინო რეაბილიტაცია.

რაც შეეხება განსასჯელ ა--------------------ს, მას ბრალად ედება, რომ სრულყოფილად არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა და დაარღვია ს----------–-----------–--------------- მიერ 2----–-–---------–--- დამტკიცებული ს----------–-- სა-----–------------------------------------–---------------–----------–----–--–------------------, რომლის თანახმადაც, სამედიცინო სამსახურის ამოცანებია: ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პირველადი სამედიცინო შემოწმება სხეულის დაზიანებაზე, ტუბერკულოზზე და სხვა საშიშ დაავადებაზე). ტუბერკულოზით, ინფექციური სნეულებებით და ფსიქიურად დაავადებულ პირთა იზოლაცია ჯანმრთელი კონტიგენტისაგან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დადასტურებისთვის განმსაზღვრელია კონკრეტული მოხელისათვის ნორმატიული აქტებით დაკისრებული მოვალეობების ზუსტად დადგენა, რათა შეფასდეს, შედიოდა თუ არა კონკრეტული ქმედების განხორციელება მის სამსახურებრივ მოვალეობაში.

მოცემულ შემთხვევაში მ--------------–-------------------- ს----------–-- დაწესებულების მთავარი ექიმის, დ.--------ის 2----–-–-- 1--------------------------- წერილით დგინდება, რომ ს----------–-- დაწესებულების შინაგანაწესზე მუშაობა მიმდინარეობდა წერილის გაცემის მომენტისთვის, ხოლო ძველი შინაგანაწესი არსებულ დოკუმენტაციებში მოძიებული ვერ იქნა. მორიგე ექიმის ფუნქციონალური მოვალეობები, მედპერსონალის გადმოცემით, დაწესებულებაში არ ყოფილა ოფიციალურად შემუშავებული და დამტკიცებული. თავად განსასჯელების, მ------------------, პ------------------ და ა--------------------ს ჩვენებებით დგინდება, რომ როდესაც პატიმარი ს----------–------–-------–---–- შეჰყავდათ სხვა დაწესებულებიდან, მას მოჰყვებოდა პირადი საქმე და დიაგნოზი, შესაბამისად, პატიმარს უკვე დასმული ჰქონდა დიაგნოზი, რითაც თავად ხელმძღვანელობდნენ და მისი ხელახალი შემოწმების და დათვალიერების ვალდებულება აღარ ჰქონდათ. სისხლის სამართლის საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე ბრძანება ან დებულება, რაც მოქმედებდა N- საპყრობილეში და ავალდებულებდა ექიმს მოეხდინა სხვა დაწესებულებიდან შეყვანილი პატიმრის დათვალიერება. იმ დროისთვის მოქმედებდა 2----–-–---------–--- დამტკიცებული დებულება, რომელიც არეგულირებდა და სავალდებულოს ხდიდა პირველად სამედიცინო შემოწმებას.

2005 წლის ივნისის თვეში განხორციელებული ცვლილებით „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 922 მუხლით განისაზღვრა პატიმრის სამედიცინო შემოწმების სავალდებულო წესი, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის ყოველი გაყვანისას და შემოყვანისას (გარდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიზნით პატიმრის გაყვანისა და შემოყვანისა) სავალდებულოა პატიმრისათვის სამედიცინო შემოწმების ჩატარება. შემოწმების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ს------–---------–--------–-------–---- ადმინისტრაციას (საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1755-სსმI, №36, 11.0--2005წ., მუხ235). აღნიშნული ნორმა წარმოადგენს 2005 წლის ივნისის ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის ყოველი გაყვანისას და შემოყვანისას მისი სამედიცინო შემოწმების კანონით განსაზღვრული სავალდებულო წესი არ არსებობდა.

სასამართლოს შეფასებით, როდესაც პ.---------ეს და მ.------–--ეს ბრალად წარდგენილი აქვთ, რომ მათ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი არ შეასრულეს დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა იქ მყოფი პაციენტის დისკრიმინაციას სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას. ასევე მ.------–--ის ბრალეულობასთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლს სადაც აღნიშნულია, „ექიმი ვალდებულია წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს სამედიცინო დახმარება გაუწიოს მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა როცა თანხმობის მიღება შეუძლებელია პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება ს.----–-–---–მა ექიმ მ.------–--ეს მომსახურების გაწევაზე უარი განუცხადა და აუხსნა, რომ მის დამხარებას არ საჭიროებდა, რაც აღნიშნულია კიდეც მის ჩვენებაშიც.

განსასჯელების - მ------------------, პ------------------ და ა--------------------ს მიერ საბრალდებო დასკვნაში მითითებული ნორმების არაჯეროვან შესრულებას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ დადასტურდებოდა, რომ მათ სხვა დაწესებულებიდან მათ სამუშაო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაშიც ჰქონდათ ვალდებულება, ჩაეტარებინათ პატიმრის სრული გარეგანი დათვალიერება, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2----–-–-- მდგომარეობით არ არსებობდა არანაირი სავალდებულო ნორმა, რომელიც პ.---------ეს, მ.------–--ეს, ა.--–-----ეს ვალდებულს ხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის ყოველი გაყვანისას და შემოყვანისას ჩაეტარებინათ პატიმრის (მოცემულ შემთხვევაში ს.----–-–---–ის) სამედიცინო შემოწმება, მათი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვერ მოხდება, რის გამოც განსასჯელები - მ-----------------, პ----------------- და ა-------------------- უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში.

ზ-----------------თვის სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ზ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულ ს.----–-–---–ს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა, ხოლო მას პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ამდენად, ზ----------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ზ---------------თან მიმართებით შესაძლებელია ჯარიმის გამოყენების პირობებში.

სასამართლო განმარტავს, რომ ზ.------–---ის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ვინაიდან, მიუხედავად დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორისაა კანონის მე-3 მუხლი საგამონაკლისოდ ითვალისწინებს სსკ-ის 342-ე მუხლს და ვერ მოხდება ამ მუხლით მსჯავრდების შემთხვევაში პირის განთავისუფლება სასჯელისაგან და ასევე მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე და 227-ე, 495-496-ე, 498-ე, 502-ე, 503-ე, 504-ე, 506-509-ე 510-ე, 511-ე, 512-ე, 514-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მ----------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

პ----------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

ა-------------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულებს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი