2. წინამდებარე კონვენცია არ ვრცელდება იმ განსხვავებებზე, გამორიცხვებზე, შეზღუდვებზე ან უპირატესობის მინიჭებებზე, რომლებსაც ამ კონვენციის მხარე სახელმწიფო ახორციელებს მოქალაქეებთან და არამოქალაქეებთან მიმართებით.

3. წინამდებარე კონვენციის არცერთი დებულება არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმგვარად, რაც რამენაირად გავლენას მოახდენს ეროვნებასთან, მოქალაქეობასთან ან ნატურალიზაციასთან დაკავშირებულ სახელმწიფო მხარეების სამართლებრივ ნორმებზე, თუ ამგვარი ნორმები არ ახდენენ ნებისმიერი ცალკეული ეროვნების დისკრიმინაციას.

4. გარკვეული დაცვის საჭიროების მქონე ცალკეული რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფების ან პირების მხოლოდ სათანადო დაწინაურების გარანტირების მიზნით მიღებული სპეციალური ზომები, რომელთა მიზანიც არის ამგვარი ჯგუფების ან პირებისთვის ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტალური თავისუფლებებით თანასწორი სარგებლობისა და გამოყენების უზრუნველყოფა, არ ითვლება რასობრივ დისკრიმინაციად, იმ პირობით, თუ აღნიშნული ზომები შედეგად არ იწვევს განსხვავებული რასობრივი ჯგუფებისთვის, განცალკევებული უფლებების შენარჩუნებას და რომ ისინი არ უნდა შენარჩუნდეს მას შემდეგ, რაც მათი ამოქმედების მიზნები მიღწეული