ა) თითოეული სახელმწიფო მხარე კისრულობს არ მიიღოს მონაწილეობა პირების, პირთა ჯგუფების ან ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული რასობრივი დისკრიმინაციის არც ერთ მოქმედებასა თუ მიმდევრობაში და უზრუნველყოს, რომ ყველა საჯარო ორგანო და საჯარო დაწესებულება, სახელმწიფო თუ ადგილობრივი, მოქმედებს აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად;
ბ) თითოეული სახელმწიფო მხარე კისრულობს არ დააფინანსოს, დაიცვას ან მხარი დაუჭიროს ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ წარმოებულ რასობრივ დისკრიმინაციას;
გ) თითოეული სახელმწიფო მხარე იღებს ეფექტიან ზომებს სამთავრობო, სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის გადასახედად და იმ ნებისმიერი კანონისა და რეგულაციის შესაცვლელად, გასაუქმებლად ან ანულირებისთვის, რომელსაც აქვს რასობრივი დისკრიმინაციის წარმოქმნის ან განმტკიცების ეფექტი, სადაც არ უნდა არსებობდეს იგი;
დ) თითოეული სახელმწიფო მხარე, ყველა სათანადო საშუალებით, მათ შორის გარემოებებისდა მიხედვით მოთხოვნილი კანონმდებლობით, კრძალავს და აღკვეთს ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან ორგანიზაციის მიერ წარმოებულ რასობრივ დისკრიმინაციას;
ე) თითოეული სახელმწიფო მხარე, სათანადო შემთხვევაში, კისრულობს მრავალრასობრივი ინტეგრაციული ორგანიზაციებისა და მოძრაობების და რასებს შორის ბარიერების აღმომფხვრელი სხვა საშუალებების წახალისებას, და რასობრივი განხეთქილების გაძლიერებისკენ მიმართული ნებისმიერი მიმდევრობის დაგმობას.
2. თითოეული სახელმწიფო მხარე, როდესაც ამას ამართლებს გარემოებები, ცალკეული რასობრივი ჯგუფების ან მათ მიკუთვნებული პირების ადეკვატური განვითარებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებს სპეციალურ და კონკრეტულ ზომებს მათთვის ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტალური თავისუფლებებით სრული და თანასწორი სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ზომები არავითარ შემთხვევაში შედეგად არ უნდა იწვევდეს განსხვავებული რასობრივი ჯგუფებისთვის არათანაბარი ან განცალკევებული უფლებების შენარჩუნებას მას შემდეგ, რაც მათი მიღების მიზნები მიღწეული