a) მამაკაცისა და ქალის თანასწორობის პრინციპი შეიტანონ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, თუ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, და უზრუნველყონ კანონითა და სხვა შესაბამისი საშუალებებით ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელება;

b) მიიღონ ქალის ყოველგვარი დისკრიმინაციის ამკრძალავი შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ზომები, საჭიროების შემთხვევაში სანქციების ჩათვლით;

c) დააწესონ ქალთა უფლებების სამართლებრივი დაცვა მამაკაცებთან თანასწორ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მეშვეობით უზრუნველყონ დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან ქალის ეფექტური დაცვა;

d) თავი შეიკავონ ქალის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტისა თუ მოქმედებისაგან და უზრუნველყონ, რომ სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები იმოქმედებენ ამ ვალდებულების შესაბამისად;

e) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ნებისმიერი პირის, ორგანიზაციისა თუ საწარმოს მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;

f) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ჩვეულებებისა და პრაქტიკის შესაცვლელად ან გასაუქმებლად, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს;

g) გააუქმონ ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულება, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებ