1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა ხელი შეუწყონ და დაიცვან ყველა ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალების უფლება, იცხოვრონ ძალადობის გარეშე როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში.
2. მხარეები გმობენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმას და დაუყოვნებლივ იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო და სხვა ზომას მისი პრევენციისათვის, კერძოდ:
- თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებსა თუ სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაფიქსირებით და ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელების უზრუნველყოფით;
- ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვით, მათ შორის, სანქციების გამოყენებით, სადაც ეს მიზანშეწონილია;
- იმ კანონების გაუქმებით და პრაქტიკაზე უარის თქმით, რომლებიც დისკრიმინაციას უწევს ქალებს.
3. მხარეების მიერ ამ კონვენციის დებულებების განხორციელება, კერძოდ, მსხვეპლთა უფლებების დამცავი ზომების მიღება, უზრუნველყოფილია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, როგორიცაა სქესი, გენდერი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულება, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობა, ეროვნულ უმცირესობასთან კუთვნილება, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, ოჯახური მდგომარეობა, მიგრანტის თუ ლტოლვილის სტატუსი ან სხვა ნიშნით.
4. სპეციალური ზომები, რომლებიც აუცილებელია ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და მათი ასეთი ძალადობისგან დასაცავად, არ ითვლება დისკრიმინაციად მოცემული კონვენციის თანახმა