1. კონვენციის მიზნებია:
ა. დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა;
ბ. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით;
გ. შეიმუშაოს კომპლექსური ჩარჩოები, პოლიტიკური კურსი და ზომები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და დასახმარებლად;
დ. ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით;
ე. მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს ორგანიზაციებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურ თანამშრომლობაში, რათა შემუშავებულ იქნეს კომპლექსური მიდგომა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
2. მხარეების მიერ მოცემული კონვენციის დებულებების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად, კონვენცია აფუძნებს მონიტორინგის კონკრეტულ მექანიზმ