1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა მიიღონ და განახორციელონ სახელმწიფო დონეზე ქმედითი, კომპლექსური და კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ყველა შესაბამის ზომას ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისთვის, და რომელიც სისტემურ პასუხს გასცემს ქალთა მიმართ ძალადობას.

2. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული პოლიტიკა მსხვერპლის უფლებებს ყველა განსახორციელებელი ზომის ამოსავალ წერტილად განიხილავდეს და რომ ეს პოლიტიკა განხორციელდეს შესაბამის უწყებებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის ქმედითი თანამშრომლობის საფუძველზე.

3. ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ ზომებში უნდა შედიოდეს, სადაც მიზანშეწონილია, ყველა შესაბამისი მოქმედი პირი, როგორიცაა, სახელმწიფო უწყებები, ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი პარლამენტები და ხელისუფლების ორგანოები, ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო დაწესებულებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებ