1. მოცემული კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.
2. მხარეებს მოუწოდებენ, რომ კონვენცია გამოიყენონ ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლთან მიმართებაში. მოცემული კონვენციის დებულებების განხორციელებისას მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
3. მოცემული კონვენცია მოქმედებს როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე შეიარაღებული კონფლიქტების დრო