1. ამ კონვენციის განხორციელების მიზნით მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ:
ა. რეგულარულად შეაგროვებენ შესაბამის დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით;
ბ. მხარს დაუჭერენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობასთან დაკავშირებულ კვლევას, რათა შესწავლილ იქნეს მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და შედეგები, შემთხვევათა რაოდენობა და გამამტყუნებელი განაჩენის წილობრივი მაჩვენებელი, ასევე, ამ კონვენციის განსახორციელებლად მიღებული ზომების ეფექტურობა.
2. მხარეები ცდილობენ, რეგულარულად ჩაატარონ მოსახლეობის გამოკითხვა, რათა შეაფასონ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის გავრცელება და ტენდენციები.
3. მხარეები ექსპერტთა ჯგუფებს მიაწვდიან, როგორც მითითებულია ამ კონვენციის 66-ე მუხლში, ამ მუხლის შესაბამისად შეგროვებულ ინფორმაციას, რათა წაახალისონ საერთაშორისო თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ საერთაშორისო სტანდარტების შექმნას.
4. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ მუხლის შესაბამისად შეგროვებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის.