1. მხარეები ხელს უწყობენ ან ატარებენ რეგულარულად და ყველა დონეზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებსა თუ პროგრამებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო დაწესებულებებთან და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სადაც მიზანშეწონილია, ამაღლდეს ფართო საზოგადოების ცნობიერებისა და გაგების დონე ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის სხვადასხვა გამოვლინების, ბავშვებზე მათი შედეგებისა და ასეთი ძალადობის პრევენციის აუცილებლობის მიმართ.

2. მხარეები უზრუნველყოფენ ფართო საზოგადოებისათვის ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების პრევენციისათვის არსებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება