1. მხარეები მოუწოდებენ კერძო სექტორს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მათი დამოუკიდებლობის სათანადო დაცვით, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში და ჩამოაყალიბონ ძირითადი პრინციპები და თვითრეგულირების სტანდარტები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მათი ღირსებისადმი პატივისცემის დონის ამაღლების მიზნით.

2. მხარეები ავითარებენ და ხელს უწყობენ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებში, მშობლებსა და პედაგოგებში ჩვევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცნენ სექსუალური ან ძალადობრივი ხასიათის ღირსების შემლახველი შინაარსის შემცველ საინფორმაციო და საკომუნიკაციო გარემოში, რომელიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

თავი IV. დაცვა და მხარდაჭე