1. მხარეები უზრუნველყოფენ ან აუმჯობესებენ იმ შესაბამისი სპეციალისტების პროფესიულ მომზადებას, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა აქტის მსხვერპლთან ან ამ აქტების ჩამდენ პირებთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ასეთი ძალადობის პრევენციას და გამოვლენას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას, მსხვერპლთა საჭიროებებსა და უფლებებს, ასევე იმას, თუ როგორ აღიკვეთოს მეორადი ძალადობა.
2. მხარეები ხელს უწყობენ, რომ პირველ პუნქტში ნახსენები პროფესიული მომზადება მოიცავდეს მომზადებას კოორდინირებული მრავალუწყებრივი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა შესაძლებელი იყოს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების განსახილველად გადაცემისთვის კომპლექსური და შესაბამისი მიდგომის უზრუნველყოფ