1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალურ და კულტურულ მოდელებში ცვლილებების დასანერგად იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ის ცრურწმენები, ადათ-წესები, ტრადიციები და ყველა სხვა პრაქტიკა, რომლებიც ეფუძნება ქალთა არასრულფასოვნების იდეას ან ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპულ წარმოდგენებს.

2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის პრევენციისათვის.

3. ამ თავის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ზომა ითვალისწინებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ პირების კონკრეტულ საჭიროებებს, რომლებიც მოწყვლადი გახდნენ განსაკუთრებული გარემოებების გამო და ასეთი ზომების ყურადღების ცენტრში იქნება ძალადობის ყველა მსხვერპლის ადამიანის უფლებები.

4. მხარეები იღებენ საჭირო ზომებს საზოგადოების ყველა წევრის, განსაკუთრებით მამაკაცების და ბიჭების, წასახალისებლად, რათა მათ აქტიური წვლილი შეიტანონ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციაში.

5. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები და ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩაითვალოს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის გასამართლებელ მიზეზად.

6. მხარეები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალებისთვის შესაძლებლობების გაზრდისაკენ მიმართული პროგრამებისა და საქმიანობის მხარდასაჭერა