1. მხარეები იღებენ, სადაც ეს მიზანშეწონილია, ყველა საჭირო ზომას ისეთი საკითხების შესახებ პედაგოგიური მასალის ოფიციალურ სასწავლო პროგრამებში და განათლების ყველა დონეზე ჩასართავად, როგორიცაა, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა, არასტერეოტიპული გენდერული როლები, ურთიერთპატივისცემა, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში კონფლიქტების ძალადობის გარეშე მოგვარება, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლება, რომლებიც გათვლილი იქნება მსმენელთა მზარდი განვითარების შესაძლებლობებზე.
2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო ზომას პირველ პუნქტში მითითებული პრინციპების დასანერგად არაოფიციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სპორტში, კულტურული ღონისძიებების ჩატარების დროს, დასვენების პირობებში და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებშ