1. მხარეები ნიშნავენ ან აფუძნებენ ერთ ან მეტ ოფიციალურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომლებიც მიმართულია ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ. ეს ორგანოები კოორდინირებას უწევენ მე-11 მუხლში მითითებული მონაცემების შეგროვებას, აანალიზებენ და ავრცელებენ მის შედეგებს.
2. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულმა ან დაფუძნებულმა ორგანოებმა მიიღონ ზოგადი ხასიათის ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია VIII თავის შესაბამისად.
3. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ ან დაფუძნებულ ორგანოებს გააჩნდეთ იმის შესაძლებლობა, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეთ სხვა მხარეების შესაბამის ორგანოებთან და გააუმჯობესონ მათთან ურთიერთობებ