1. თითოეული მონაწილე გაატარებს აუცილებელ ზომებს პირების ან ორგანოების სპეციალიზების მიზნით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის სფეროში. მონაწილის საკანონმდებლო სისტემის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ასეთი პირები ან ორგანოები ისარგებლებენ აუცილებელი დამოუკიდებლობით, რაც მათ მისცემს თავიანთი ფუნქციების ეფექტურად და უმართებულო ზეწოლის გარეშე განხორციელების საშუალებას. ასეთი პირები ან ასეთ ორგანოთა პერსონალი თავიანთი ამოცანების შესასრულებლად ისარგებლებს შესაბამისი ტრეინინგით და ფინანსური რესურსებით.

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია თავიანთი სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა საჯარო სამსახურების მიერ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკისა და ღონისძიებების კოორდინირების მიზნით, რაც განხორციელდება საკორდინაციო ორგანოების შექმნის გზით.

3. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს შესაბამისი მოხელეებისათვის სასწავლო კურსების ჩატარებას ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ადამიანის უფლებათა შესახებ ტრინინგის ჩათვლით. ამგვარი ტრეინინგი შეიძლება ითვალისწინებდეს რომელიმე კონკრეტული სამსახურის სპეციფიკას და ორიენტირებული იყოს შემდეგი საკითხების შესწავლაზე: ტრეფიკინგის აღკვეთის მიზნით გამოყენებული მეთოდიკა, ტრეფიკიორთა მიმართ განხორციელებული სამართალდევნა და მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ტრეფიკიორთაგან მსხვერპლთა დაცვის ჩათვლით.

4. თითოეული მონაწილე განიხილავს ეროვნული მომხსენებლის დანიშვნის ან სხვა მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ტრეფიკინგის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებებისა და მათ მიერ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის მიზნი