1. როდესაც მონაწილეს, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ 28-ე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული პირის სიცოცხლეს, თავისუფლებას ან ფიზიკურ ჯანმრთელობას სხვა მონაწილის ტერიტორიაზე ემუქრება საფრთხე, ინფორმაციის მფლობელი მონაწილე ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს სხვა მონაწილეს დაცვის შესაბამისი ზომების გატარების მიზნით.

2. მონაწილეებმა შეიძლება განიხილონ თანამშრომლობი გაძლიერების შესაძლებლობა დაკარგული პირების, განსაკუთრებით კი დაკარგული ბავშვების მოძიების მიზნით, თუ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ დაკარგული წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლს. ამ მიზნით მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებებ