1. მონაწილეთა კომიტეტი შედგება წინამდებარე კონვენციის იმ სახელმწიფო მონაწილეთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები და წინამდებარე კონვენციის იმ მონაწილეთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები.

2. მონაწილეთა კომიტეტს იწვევს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. მისი პირველი სხდომა ჩატარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში GRETA-ს წევრების არჩევის მიზნით. ამის შემდეგ სხდომები გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მონაწილეთა ერთი-მესამედი.

3. მონაწილეთა კომიტეტი მიიღებს თავის საპროცედურო წეს