1. წინამდებარე კონვენცია არ ზღუდავს სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მონაწილეებიც არიან ან იქნებიან წინამდებარე კონვენციის მონაწილეები და რომლებიც არეგულირებს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებს და უზრუნველყოფს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის უფრო ფართო დახმარების გაწევას და მნიშვნელოვან დაცვას.
2. წინამდებარე კონვენციის მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან გააფორმონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მისი დებულებების შევსების ან გაძლიერების ან მასში გათვალისწინებული პრინციპების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.
3. მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის კავშირის წევრებს, თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში გამოიყენებენ თანამეგობრობისა და ევროპის კავშირის იმ ნორმებს, თუ ასეთი არსებობს, რომლებიც არეგულირებს მათ წინაშე მდგარ კონკრეტულ საკითხს და გამოიყენება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წინამდებარე კონვენციის საგნისა და მიზნის და ასევე სხვა მონაწილეებთან მიმართებაში მისი სრულად გამოყენების შეუზღუდავად.
4. წინამდებარე კონვენციის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს სახელმწიფოთა და ცალკეულ პირთა იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც მათ ენიჭებათ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანირატული სამართლის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობისა და განსაკუთრებით, 1951 წელი კონვენციისა და 1967 წლის ოქმის საფუძველზე, რომლებიც შეეხება ლტოლვილთა სტატუსს და მათი ისეთი სახელმწიფოსათვის გადაუცემლობის პრინციპს, სადაც მათ ემუქრებათ არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ( principle of non-refoulement).