1. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, მიუთითოს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია.
2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, შემდგომში ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის გზით, წინამდებარე კონვენციის მოქმედება გაავრცელოს დეკლარაციაში აღნიშნულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის აგებს პასუხს და რომლის სახელითაც ის უფლებამოსილია დადოს შეთანხმებები. ასეთ ტერიტორიასთან მიმართებაში, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ დეკლარაციის მიღების დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის გასვლიდან პირველ დღეს.
3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია ამ დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შესაძლებელია გაუქმდეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. გაუქმება ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღე