1. მონაწილის მიერ წინამდებარე კონვენციაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებული წინადადება გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც მას გადასცემს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერს, ნებისმიერ სახელმწიფო მონაწილეს, ევროპის თანამეგობრობას, 42-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ხელმოსაწერად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს და 43-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციასთან შეერთების მიზნით მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს.

2. მონაწილის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი შესწორება გადაეცემა GRETA-ს, რომელიც მას გადასცემს მინისტრთა კომიტეტს შემოთავაზებულ შესწორებასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქმის მიზნით.

3. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს შემოთავაზებულ შესწორებას და GRETA-ს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას და წინამდებარე კონვენციის მონაწილეებთან კონსულტირებისა და მათი ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდეგ, მას შეუძლია დაამტკიცოს შესწორება.

4. მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორების ტექსტი გადაეცემა მონაწილეებს მისი მიღების მიზნით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ძალაში შედის იმ დღის შემდგომი ერთთვიანი პერიოდის გასვლიდან პირველი თვის პირველს დღეს, როდესაც მონაწილეები გენერალურ მდივანს შეატყობინებენ მათ მიერ შესწორების მიღების შესახებ.

თავი X. საბოლოო დებულებებ