1.ნებისმიერ მხარეს შეუძლია დააყენოს წინადადება კონვენციის შესწორების შესახებ,რაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და თითოეულ არაწევრ სახელმწიფოს,რომელიც მიუერთდა ან მიწვეულია მიუერთდეს ამ კონვენციას 37-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად.
2.მხარის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი შესწორება ეცნობა დამნაშავეობის პრობლემების ევროპულ კომიტეტს,რომელიც მინისტრთა კომიტეტს გადასცემს მის მოსაზრებას შემოთავაზებული შესწორების შესახებ.
3.მინისტრთა კომიტეტი განიხილავს შემოთავაზებულ შესწორებებს და დამნაშავეობის პრობლემების ევროპული კომიტეტის მიერ მოწოდებულ მოსაზრებას და მას შეუძლია მიიღოს შესწორება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული შესწორების ნებისმიერი ტექსტი ეგზავნება მხარეებს მიღებისათვის.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის მეცამეტე დღეს მას შემდეგ,რაც ყველა მხარეა ცნობებს გენერალურ მდივანს მათ მიერ შესწორების მიღების შესახე