1. წინამდებარე კონვენციაში შესწორებების შეტანის წინადადების შემოთავაზება შეუძლია ნებისმიერ მონაწილეს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას და თითოეულ არაწევრ სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა ან შესთავაზეს წინადებარე კონვენციასთან შეერთება 50-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.
2. კონვენციის რომელიმე მონაწილის მიერ შემოთავაზებული წინადადება შედწორებების შეტანის შესახებ უნდა ეცნობოს დანაშაულის პრობლემებზე ევროპულ კომიტეტს (CDPC), რომელმაც ამ შემოთავაზებული შესწორებების შესახებ თავისი მოსაზრება უნდა წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს.
3. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს შემოთავაზებულ შესწორებას და CDPC-ს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებს და ევროპის საბჭოს წესდების მე-20 (d) მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობით შეუძლია დაამტკიცოს ეს შესწორება.
4. მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერ შესწორების ტექსტი მონაწილეებს უნდა გადაეგზავნოს მიღების მიზნით.
5. მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის ოცდამეათე დღეს, მას შემდეგ რაც ყველა მონაწილე აცნობებს გენერალურ მდივანს მისი მიღების შესახებ.
6. დანართში მოცემული დანაშაულების კატეგორიების განახლების, ისევე როგორც მე-13 მუხლში შესწორების შეტანის მიზნით, ნებისმიერ მონაწილეს ან მინისტრთა კომიტეტს შეუძლია შესწორების შემოთავაზება. ისინი ევროპის საბჭოს გენერალური მდინივის მიერ უნდა ეცნობოს კონვენციის მონაწილეებს.
7. ევროპის საბჭოს არაწევრ მონაწილეებთან და, თუ საჭიროა, CDPC -სთან კონსულტაციების შემდეგ, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია დაამტკიცოს მე-6 პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული შესწორება ევროპის საბჭოს წესდების მე-20 (d) მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობით. შესწორება მონაწილეებისათვის ძალაში შედის მისი გადაცემის თარიღიდან ერთწლიანი პერიოდის გავლის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, კონვენციის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ნებისმიერი იმ საწინააღმდეგო მოსაზრების შესახებ, რომელიც მას გააჩნია მის მიმართ შესწორების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.
8. თუ მონაწილეების ერთი-მესამედი აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შესწორების ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ საწინააღმდეგო მოსაზრებას, შესწორება ძალაში არ შევა.
9. თუ შესწორების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით თავის საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს მონაწილეების ერთ-მესამედზე ნაკლები, შესწორება ძალაში შევა იმ მონაწილეებისათვის, რომლებსაც არ განუცხადებიათ საწინააღმდეგო მოსაზრება.
10. იმ შემთხვევაში თუ შესწორება ძალაში შევიდა ამ მუხლის მე-6-მე-9 პუნქტების შესაბამისად და მონაწილემ განაცხადა საწინააღმდეგო მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ეს შესწორება შესაბამისი მონაწილის მიმართ ძალაში შევა იმ დღის მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც ის აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შესწორების მიღების შესახებ. მონაწილეს რომელმაც განაცხადა საწინააღმდეგო მოსაზრება შეუძლია მისი გაუქმება ნებისმიერ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით.
11. იმ შემთხვევაში თუ შესწორება დამტკიცებულია მინისტრთა კომიეტეტის მიერ, არც ერთ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას არ შეუძლია გამოხატოს თანხმობა წინამდებარე კონვენციის სავალდებულობაზე ამ შესწორების მიღების გარეშ