1. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, მიუთითოს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია.
2. ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია, შემდგომში ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების გზით, წინამდებარე კონვენციის მოქმედება გაავრცელოს განცხადებაში აღნიშნულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ასეთ ტერიტორიასთან მიმართებაში, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ განცხადების მიღების თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს.
3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ამ განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შესაძლებელია გაუქმდეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. გაუქმება ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღე