ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა უნდა შეატყობინოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას და იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში და ასევე ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა კონვენციას ან რომელსაც შესთავაზეს კონვენციასთან შეერთება:

a)  ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ:

b)  ნებისმიერი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ;

c)   49-ე და 50-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;

d)   53-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის ან დათქმის შესახებ;

e)   წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, ნოტიფიკაციის ან შეტყობინების შესახებ.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერებმა,  სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ვარშავაში, 2005 წლის მაისის მე-16 დღეს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბარად ავთენტურია, ერთ ეგზემპლარად, რომელიც დეპონირებულ იქნება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, ევროპის გაერთიანებას და იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელსაც შესთავაზეს კონვენციასთან შეერთება.

დანართი

a.     დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფში და რეკეტში მონაწილეობა;

b.     ტერორიზმი, ტერორიზმის დაფინანსების ჩათვლით;

c.      ადამიანებით ვაჭრობა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა;

d.     სექსუალური ექსპლოატაცია, ბავშვების სექსუალური ექსპლოატაციის ჩათვლით;

e.      ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა;

f.       იარაღის უკანონო ვაჭრობა;

g.     მოპარული და სხვა საქონლით უკანონო ვაჭრობა;

h.     კორუფცია და მექრთამეობა;

i.       თაღლითობა;

j.       ვალუტის გაყალბება;

k.     პროდუქციის გაყალბება და კონტრაფაქცია;

l.       ეკოლოგიური დანაშაული;

m.  მკვლელობა, სხეულის მძიმე დაზიანება;

n.     მოტაცება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მძევლად აყვანა;

o.     ყაჩაღობა ან ქურდობა;

p.    კონტრაბანდა;

q.     გამოძალვა;

r.      გაყალბება;

s.      მეკობრეობა; და

t.       ინსაიდერულის სავაჭრო ოპერაციები და ვაჭრობის მანიპულაცი