1. წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს მონაწილეების უფლებებზე და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ განსაკუთრებულ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო მრავალმხრივი დოკუმენტებისაგან.

2. წინამდებარე კონვენციის მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დადონ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ საკითხებზე, მისი დებულებების შევსების ან განმტკიცების მიზნით, ან მასში მოცემული პრინციპებეს გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

3. თუ ორ ამ მეტ მონაწილეს უკვე აქვთ დადებული შეთანხმება ან ხელშეკრულება იმ წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ საკითხთან დაკავშირებით ან სხვაგვარად დაამყარეს ერთმანეთთან ურთიერთობები ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ უფლება ენიჭებათ კონვენციის ნაცვლად გამოიყენოს ეს შეთანხმება ან ხელშეკრულება ან ეს ურთიერთობები დაარეგულირონ შესაბამისად, თუ ეს აადვილებს საერთაშორისო თანამშრომლობას.

4. მონაწილეებმა, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები, ერთმანეთთან ურთიერთობებში უნდა გამოიყენონ გაერთიანებისა და ევროკავშირის ნორმები, იმდენად, რამდენადაც არსებობს გაერთიანებისა და ევროკავშირის ისეთი ნორმები, რომლებიც არეგულირებს მოცემულ კონკრეტულ საკითხს და გამოიყენება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წინამდებარე კონვენციის ობიექტისა და მიზნის და მისი სხვა მონაწილეებთან სრულად გამოყენების შეზღუდვის გარეშ