1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, ევროპის გაერთიანებისათვის და იმ არა-წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში. ასეთ სახელმწიფოებს ან ევროპის გაერთიანებას შეუძლიათ სავალდებულობაზე თანხმობა გამოხატონ:

a)  ხელმოწერით დათქმების გაკეთების გარეშე, რატიფიკაციით, მიღებით ან დამტკიცებით; ან

b)  ხელმოწერით რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების პირობით, რომელსაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიღება, ან დამტკიცება.

2. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები დეპონირდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

3. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის შემდეგ თვის პირველ დღეს, როდესაც ექვსი ხელმომწერი სახელმწიფო, რომელთა შორის ევროპის საბჭოს არანაკლებ ოთხი წევრი სახელმწიფოა, გამოთქვამს თანხმობას 1-ლი პუნქტის შესაბამისად კონვენციის სავალდებულობაზე.

4. ნებისმიერი იმ ხელმომწერი სახელმწიფოსთვის, რომელიც შემდგომში გამოთქვამს თანხმობას კონვენციის სავალდებულობაზე, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს, როდესაც ეს ხელმომწერი სახელმწიფო გამოთქვამს თანხმობას 1-ლი პუნქტის შესაბამისად კონვენციის სავალდებულობაზე.

5. 1990 წლის კონვენციის არამონაწილეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, მისთვის იმ დებულებების სავალდებულოდ მიჩნევის გარეშე, რომლებიც შეესაბამება 1990 წლის კონვენციის დებულებებს, რომლითაც იგი არის დავალდებულებული.

6. მისი ძალაში შესვლიდან, წინამდებარე კონვენციის მხარეები, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ 1990 წლის კონვენციის მხარეებს:

ა. წინამდებარე კონვენციის დებულებებს გამოიყენებენ ერთმანეთთან ურთიერთობაში;

ბ. გააგრძელებენ 1990 წლის კონვენციის დებულებების გამოყენებას ხსენებული კონვენციის, მაგრამ არა წინამდებარე კონვენციის, სხვა მხარეებთან ურთიერთობაშ