1. მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს, რომ მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ საიდუმლოდ შეინახოს მოთხოვნის ფაქტები და შინაარსი იმ მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა რაც აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად. თუ მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს არ შეუძლია კონფიდენციალურობის მოთხოვნის დაცვა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს.

2. მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისი შიდა სამართლის ძირითად პრინციპებს და, თუ ეს მოთხოვნილია, საიდუმლოდ უნდა შეინახოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი მტკიცებულება ან ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი გამჟღავნება აუცილებელია მოთხოვნაში მითითებული გამოძიებისათვის ან სამართალწარმოებისათვის.

3. მისი შიდა სამართლის დებულებების დაცვის პირობით, მონაწილემ, რომელმაც მიიღო უშუალო ინფორმაცია მე-20 მუხლის მიხედვით უნდა დაემორჩილოს კონფიდენციალურობის ნებისმიერ მოთხოვნას, რასაც ითხოვს ინფორმაციის მიმწოდებელი მონაწილე. თუ მეორე მონაწილეს არ შეუძლია შეასრულოს ეს მოთხოვნა, მან დაუყოვნებლივ უნდა შეტყობინოს გამომგზავნ მონაწილეს ამის შესახე