1. ამ თავის მიხედვით ყველა მოთხოვნა გაკეთებული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. მათი გადაცემა შესაძლებელია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით, იმ პირობით, რომ მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე მომზადებულია, ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს აწარმოოს ამგვარი შეტყობინების და ორიგინალის წერილობითი აღრიცხვა.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების დაცვის პირობით მოთხოვნები ან თანდართული დოკუმენტები არ საჭიროებენ თარგმნას.

3. კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გაუგზავნოს განცხადება იმის შესახებ, რომ იგი იტოვებს უფლებას მოითხოვოს, რომ მისთვის წარდგენილი მოთხოვნები და ასეთ მოთხოვნებზე თანდართული დოკუმენტებს თან ერთვოდეს მის ან ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან მის მიერ მითითებულ რომელიმე ენაზე გაკეთებული თარგმანი. ამ შეთხვევაში მას შეუძლია განაცხადოს მისი მზადყოფნის შესახებ მიიღოს თარგმანები მის მიერ მითითებულ ნებისმიერ სხვა ენაზე. სხვა კონვენციის მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნაცვალგების პრინციპ