1. ყველა თხოვნა ამ თავის მიხედვით,გაკეთებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით. ტელეკომუნიკაციის თანამედროვე ფორმები,ისეთი როგორიცაა ტელეფაქსი, შეიძლება იქნეს გამოყენებული.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით,არ მოითხოვება თხოვნების ან თანდართული დოკუმენტების თარგმანი.
3. ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების,მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს,ნებისმიერ მხარეს შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გაუგზავნოს დეკლარაცია იმის თაობაზე,რომ იგი ინარჩუნებს უფლებას მოითხოვოს,რომ მისთვის გაკეთებულ თხოვნებს და მათთან თანდართულ დოკუმენტებს თან ერთვოდეს მისი ან ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან მის მიერ მითითებულ რომელიმე ენაზე გაკეთებული თარგმანი. ამ შემთხვევაში, მას შეუძლია განაცხადოს მისი მზადყოფნის თაობაზე მიიღოს თარგმანები ყველა მის მიერ მითითებულ ენებზე. სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ ორმხრივობის წესებ