1.მხარეები ნიშნავენ ცენტრალურ ორგანოს ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ამ თავის შესაბამისად გაკეთებული თხოვნების გაგზავნასა და მათზე პასუხის გაცემაზე, ამგვარი თხოვნების შესრულებაზე ან აღმასრულებელი კომპეტენტური ორგანოებისათვის მათ გადაცემაზე.
2.თითოეული მხარე, ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების, მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნული ორგანოების სახელებსა და მისამართებ