1. მე-13 მუხლის შესაბამისად გაკეთებული თხოვნა კონფისკაციის თაობაზე ზეგავლენას არ იქონიებს თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს უფლებაზე, თავად მოახდინოს კონფისკაციის ორდერის აღსრულება.
2. არაფერი,გათვალისწინებული ამ კონვენციით შეიძლება იყოს ახსნა-განმარტებული იმგვარად,რომ იძლეოდეს იმის უფლებას,რომ ჩამორთმეული ქონების საერთო ღირებულება აჭარბებდეს კონფისკაციის ორდერში განსაზღვრული ფულადი თანხის ოდენობას,თუკი მხარე მივა დასკვნამდე,რომ ეს შეიძლება მოხდეს,შესაბამისი მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლა